გუშინ ვნახე ეს ფილმი. აბსოლუტურად სხვა კინო გამოდგა ვიდრე ველოდი (და ბევრი აღნიშნავს ამას).
კინო რომ დამთავრდა, იმის გამო რომ სულ სხვა რამეს ველოდი, გაოცებული და უკმაყოფილო დავრჩი. მაგრამ მერე რო დავუფიქრდი ამ კინოს გაგება ორნაირად შეიძლება:
ვარიანტი პირველი: ეს გოგო მართლა იყო პრინცესა, ეს ყველაფერი მართლა იყო ზღაპარი და ჰეფი-ენდით დასრულდა ყველაფერი რადგან ის დაბრუნდა თავის სამეფოში ამქვეყნიური სიკვდილის შემდეგ. როგორც ჩანს უმრავლესობამ ამ კუთხით დაინახა. არადა მაშინ ცოტა არ იყოს მთელი ეს სიუჟეტი - it's pathetic! ორი დიამეტრალურად განსხვავებული ისტორია ერთ კინოში, ორი ბანალური ისტორია პრინციპში. არაფერი აღსაფრთოვანებელი.
ვარიანტი მეორე: ეს ყოველივე fantasy ნაწილი იყო ამ გოგოს წარმოსახვა, რითაც ცდილობდა საშინელ რეალობას გაქცეოდა. არანაირი პრინცესა ის არ იყო და არანაირი ფავნი არ არსებობს. ამ შემთხვევაში ეს არის ძალიან ტრაგიკული ისტორია და ძალიან უცნაურად ემოციურად დატვირთული. ყველა ცალკეული მომენტი განსხვავებულ აზრს იძენს, ყოველი ეპიზოდი ამ ბავშვის განსხვავებულ ემოციებს აღწერს (მაგალითად ბავშვის გადარჩენის მცდელობა, ლოგინის ქვეშ რომ დაუდებს რაღაცას).
ეხლა რატომ მგონია რომ მეორე ვარიანტი იყო ჩაფიქრებული. ბევრს რო ვუთხარი ვერ გაიგო და აქ დავწერ დეტალურად ჩემს "არგუმენტებს". ძალიან ბევრი აბსურდული სცენაა ფილმის "ჯადოსნურ" ნაწილში. იმ შემთხვევაში თუ პირველ ვარიანტს აქვს ადგილი, მაშინ ის საჭმელებიანი მაგიდის სცენა არის უნიჭო და ბანალური! რატომ შეჭამა ის "რაღაცა" ყველა მიზეზ გარეშე? ანუ რატომ მაინცდამაინც მაშინ მოუნდა მაგ რაღაცის ჭამა. და მერე ასე ხსნის - "არ მეგონა თუ შემამჩნევდნენო". ანუ ძაან ბანალური სცენა გამოდის. ეგ რო ვნახეთ ვინც ვუყურებდით ყველამ აღვნიშნეთ რომ ეს იყო რეჟისორის უნიჭო მცდელობა "აქვე რო არ დამთავრდეს, რაღაცით ხო უნდა დაიძაბოს კინო"-სთვის. ნუ მოკლედ ძაან იაფფასიანი ტრიუკია (დამახასიათებელია მთელი რიგი b-movie-ებისთვის, აი ძაან არაფრისგან რო შექმნიან უცებ პრობლემას, პროსტა იმიტომ რომ "ისტორია გაგრძელდეს"). ასეთი "არამდგრადი" მომენტები ბევრია კინოში. მაგალითად შემდეგი: ეს ფავნი რო ეტყვის რომ "ვსიო ჩააგდე დავალება და არაფერი გეშველებაო" და წავა. და მერე ისევ გამოჩნება იდეით წიპა "მოდი ერთ შანსს კიდევ მოგცემ". ძაან არასერიოზული მომენტია მსუბუქად რო ვთქვათ. "კარგ ხასიათზე ვარ და "ბარემ" ერთ შანსსაც მოგცემ" რა პონტია

ეხლა ამ ყველაფერს მეორე მხრიდან შეხედეთ - თუ ეს ყველაფერი ამ ბავშვის ფანტაზიის ნაყოფი იყო. მაშინ ამ "არამდგრად" მომენტებს აქვს გენიალური ახსნა - ეს ბავშვის "ფანტაზიორობის" დამახასიათებელი რამაა. ბავშვი განგებ "იქმნის" დაბრკოლებებს თავის "გმირულ გზაზე" იმისთვის რომ მისი "გმირობა" გამოხატოს. საჭმლიანი მაგიდის სცენაც უფრო ჰგავს ბავშვისთვის დამახასიათებელ ამ "ძალით დაბრკოლებას", ვიდრე თავმოყვარე რეჟისორის მიერ "სიტუაციის დაძაბვის" "ნატურალურ" ხერხს. ზემოაღნიშნული "მეორე შანსის მიცემაც" ნამდვილად ჯდება ბავშვის ფსიქოლოგიაში (მაგალითად ბავშვი ჯერ ეთამაშება თოჯინას, მერე უბრაზდება, მერე ისევ ურიგდება და ა.შ.).
რავიცი, თუ ამ კუთხით შევხედავთ მაშინ ძალიან საინტერესოა ამ გოგოს "ფანტაზიორობა" რომელიც მის ემოციურ მდგომარეობას გამოხატავს ასეთი საშინელი რეალობის ფონზე. და თუ სუფთა ფენტეზის კუთხით შევხედავთ ანუ დავიჯერებთ ამ ჯადოსნური სამყაროს ისტორიის ნამდვილობას, მაშინ კინოში არი რამდენიმე ძალიან დიდი ბაგი, ისეთები როგორზეც ზემოთ ვისაუბრე, და მაშინ ამ კინოს ღირებულება ჩემთვის ერთი-ათად ეცემა.
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი - სიკვდილის სცენა. დაუკვირდით რომ მამამისის ჯადოსნურ სასახლეში მოხვედრის კადრები იწყება მაშინ როცა გოგონა ჯერ კიდევ ცოცხალია (დაჭრილია), და ეღიმება, და როცა "მამამისის რეჩი" დამთავრდება ზუსტად მაშინ აშეშებს თვალებს - კვდება. ანუ სიკვდილის წინ საფინალო სცენა "გაითამაშა" - წარმოიდგინა. ეს რომ არ ყოფილიყო წარმოსახვა და ყოფილიყო ფილმის რეალიზმის ნაწილი, მაშინ ბუნებრივი იქნებოდა "მამამისთან წარდგინების" სცენა მისი სიკვდილის შემდეგ ეჩვენებინათ.

პლუს დაუმატეთ ამას ის ფაქტი რომ ბოლოს "სასახლეში" მეფე-დედოფალს ამ გოგოს "ამქვეყნიური" მშობლების სახეები აქვთ. როგორც დასაწყისში "მთხრობელი" ამბობს - ეს პრინცესა დაიბადა ადამიანის სხეულში, და არსად არაა ნახსენები რომ მისი "ხორციელი" მშობლებიც მისი "ნამდვილი" "ჯადოსნური" მშობლების სახეებით დაიბადნენ.

ნუ ფაქტია რომ ბოლო სცენა გოგონას წარმოსახვა იყო

მოკლედ იმედია მიმიხვდით. და მაინტერესებს რას ფიქრობს "ხალხი"

P.S.: ზოგმა შეიძლება თქვას "დიდი რამეც აღმოგიჩენია - ეგ ხო იასნად ეგრეაო", მაგრამ როგორც ჩანს ხალხის უმრავლესობამ ვერ გაიგო და გამიკვირდასავით... ან იქნებ მეც ვერ გავიგე...
P.P.S.: საგულისხმოა ამასთან დაკავშირებით ფილმის ბოლო ფრაზა - "დაინახავს ის ვინც იცის საით გაიხედოსო"