+1
იმის გათვალისწინებით რომ კაი ხანია არც ერთ ფილმს ჩემზე იოტისოდენა შთაბეჭდილება არ მოუხდენია მე პირადა 10/10 ვიწერ. ვოტ ტაკ

ორიგინალურია გრაფიკული მხარეც მაგარია იდეაც თავისთავად გადმოცემულია მითოლოგიის და სიმბოლების საშვალებით მშვენივრად.
ძალიან ბევრი მომენტი მომეწონა
1. ის რომ სამყარო რომელსაც მთავარი პერსონაჟი აღმოაჩენს არ არის მზიანი და პეპლებიანი,როგორც ძირითად შემთხვევებში
2. არ არის ფილმი გადასული სპეცეფექტებზე. და უაზრო კამერის ბზრიალებით და შენელებული კადრებით არ არის ფილმი დატვირთული.
3 გრაფიკული მხარეც მშვენიერია . ისე ამ მხრივ აზკაბანის ტყვე გამახსენდა ყურებისას და მერე როგორც აღმოჩნდა ამ ადამიანის ყოფილა ისიც

მოკლედ ყოველ მხრივ განზე დგება უმეტესობისგან რაც ბოლო დროს იქმნება.
ასევე ფინალიც კარგია. გაძლევს იმის საშუალებას რომ შენი აზრი გამოიტანო. ყურების მერე ერთი დღე მთლიადან ამ ფილმზე ვფიქრობდი და მემგონი კარგი ფილმის ერთ-ერთი მისია სწორედ რომ ეს არის.

და ნამდვილად უსიტყვო დამორჩილება ყველაზე საშინელი რამაა

მოკლედ რა მე მომეწონა

p.s მე ვერც კინოებში ვერკვევი დიდად და კრიტიკა ხომ საერთოდ ჩემგან მაგარი სიმასხარავე იქნებოდა. მაგრამ იმდენად რამდენადაც მომეწონა ფრიად. თითუკები ავიტკაცუნე და არ დავიშურე კეთილი სიტყვები.