ამ როლით წინასწარმეტყველებენ გლენ ქლოუზის გაოსკარებას
შინაარსი: ყველა დიდი კაცის უკან ყოველთვის დიდი ქალი დგას – ასეთად შეიძლება ჩაითვალოს ფილმის მთავარი გმირი ჯოანა კასტელმანი, უკვე შუახნის ლამაზი, არისტოკრატი, ქარიზმატული მწერლის ჯოს ცხოვრების იდეალური თანამგზავრი. ორმოცი წელი დახარჯა ჯოანამ იმისთვის, რომ მის მეუღლეს ახალი ლიტერატურული სიმაღლისთვის მიეღწია, მანამ სანამ ერთ დღეს ჯო ნობელის პრემიის მიღების ზღვარზე არ აღმოჩდა, ხოლო ჯოანა – განქორწინების ფიქრის. მთელი ამ ხნის მანძილზე ჯოანა თვალს ხუჭავდა მეუღლის ღალატზე, ხოლო ჯოს ცუდი ხასიათის გამოვლინება მის შემოქმედებას ბრალდებოდა, რომელიც მთელ მის ღირსებას და იუმორის გრძნობას ავლენდა. მაგრამ ერთხელ მათი ქორწინება ძალიან უთანასწორო კომპრომის დაემსგავსება, და ჯოანა თავის ქმარს მის სიცოცხლეში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტის დროს მიატოვებს.