
იპოლიტე ხვიჩია
31.12.1910 - 01.02.1985
დაიბადა სოფ კონტუათში (ხონის რ–ნი) 1910 წლის 31 დეკემბერს. 1934 წელს დაამთავრა თბილისის სამრეწველო-ეკონომიური ტექნიკუმი. 1932-1936 წლებში იყო წულუკიძისა და გეგეჭკორის რაიონული თეატრების მსახიობი. ასრულებდა ძირითადად კომედიურ როლებს. 1961-1966 წლებში შ.რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე შეასრულა შაქროსა (ო.მამფორიას "მეტეხის ჩრდილში") და სპირიდონის (ნ.აზიანის "უკანასკნელი მასკარადი") როლები.1956 წლიდან იღებენ კინოში. გამოდიოდა ესტრადაზე. ხვიჩიას შემოქმედება მაყურებელს ხიბლავდა თავისი უბრალოებითა და ბუნებრიობით.საქართველოს სახალხო არტისტი (1960). გარდაიცვალა 1985 წლის 1 თებერვალს.
ფილმოგრაფია
1. ჩვენი ეზო - (1956)
2. საბუდარელი ჭაბუკი (ალმასხანი) - (1957)
3. მანანა (სახლმმართველი) - (1958)
4. დღე უკანასკნელი, დღე პირველი - (1959)
5. განძი (ნიკიფორე) - (1961)
6. ბურთი და მოედანი (კუჭკუჭი) - (1961)
7. თხუნელა (სანდრო ქორიძე) - (1962)
8. თოჯინები იცინიან (მელიტონი) - (1962)
9. გზაში (მონადირე) - (1964)
10. მე ვხედავ მზეს (ბეგლარა) - (1965)
11. ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი (ყარამანი) - (1965)
12. პიერი მილიციის თანამშრომელი (მილიციელი) - (1965)
13. შეხვედრა წარსულთან (იპოლიტე) - (1966)
14. შეხვედრა მთაში (მერაბი) - (1966)
15. ქალაქი ადრე იღვიძებს (იპოლიტე) - (1967)
16. მალე გაზაფხული მოვა - (1967)
17. ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება - (1967)
18. განგაში (ნარიმანი) - (1968)
19. არ დაიდარდო! (სანდრო) - (1968)
20. ბზიანეთი - (1968)
21. ფილატელისტის სიკვდილი (შანათავა) - (1969)
22. სემირამიდას ბაღები (იპოლიტე) - (1970)
23. ჩემი ქალაქის ვარსკვლავი (ყაფლანი) - (1970)
24. ფეოლა - (1970)
25. გათენების წინ (კოლია) - (1971)
26. მეზობლები - (1971)
27. მხიარული რომანი (იპოლიტე) - (1972)
28. ანარეკლი - (1974)
29. პირველი მერცხალი (ვარლამი) - (1975)
30. მოხეტიალე რაინდები - (1975)
31. გასეირნება თბილისში - (1976)
32. დილის ნისლივით - (1976)
33. რაჭა ჩემი სიყვარული (სილიბისტრო) - (1977)
34. ბენზინის ჩამომსხმელი - (1977)
35. დათა თუთაშხია (კაჟა ბულავა) - (1978)
36. მაცივარში ვიღაც იჯდა - (1983)
მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი, და თქვენ?