#11570239 · 19 Nov 2008, 11:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დოდო აბაშიძე უძლიერესი იყო და არის კიდევაც , უკვდავია . ეგ დაღუპულებში არ წერია . იმიტომაცაა ყოველთვის ყვავილები მაგის ბიუსტთან. არ ავიწყდება ხალხს და უკვდავება სწორედ ეგაა რომ ხალხის გულში ცოცხლობს. ეგ ადამიანი ცნობილი იყო არა მარტო როგორც მსახიობი , არამედ თავისი ვაჟკაცობით და ადამიანობით . სხვადასხვა ისტორიები მაქვს გაგონილი მასზე . მომავალში შეიძლება დავწერო აქ .
"როცა აყვავდა ნუში" ნამდვილად ძლიერი ფილმია , ვეთანხმები აქ გამოთქმულ აზრებს. ეს ლინკი რომ გამოჩნდა ძალიან კარგი. მადლობა ამ ადამიანს ვინც ლინკი მოძებნა.
მაგ ფილმში ერთი მომენტია ცოტა გადაჭარბებული , როდესაც დოდო აბაშიძის გმირი იტყვის რომ დაკრძალვის ხარჯებს ისინი გაიღებდნენენ. უბრალოდ ეგეთი რამე რეალობაში არა მგონია რომ ეთქვა ვინმეს , რაც არ უნდა დონის ადამიანი ყოფილიყო ახალგაზრდა იყო მკვდარი და სრულიად ზედმეტი იყო ეგ. ისე მაგ სცენას მაგრად თამაშობენ მსახიობები. მე რომ მკითხოთ ყველა სცენა უძლიერესია მაგ ფილმში და მაგრადაც არის გადაღებული. კიდევ ის სცენა მომწონს ყიფშიძის გმირი რომ ეკამათება მასწავლებელს , ვაჟას ლექსზე. არწივში მაინცდამაინც საქართველო რატომ უნდა ვიგულისხმოო. ძალიან აზრიანი მომენტია ეგ.
--------------------
My works at best SciFi and Fantasy artists site on the net: http://www.epilogue.net/cgi/database/art/list.pl?gallery=2756
ყველა პოსტი შეიძლება ვერ ვნახო თუ ვინმეს პასუხი ვერ გავეცი მესიჯი მომწერეთ....
|