ძველი თემა ყოფილა..
ახლა ვუყურე ამ ფილმს
შთაბეჭდილება-ისე რა...
დასასრული ძალიან სევდიანი აღმოჩნდა.
მთლიანობაში, მთელი ქართული ებრაული თემი ძალიან ცუდი კუთხით იყო წარმოჩენილი-ხნიერიდან ახალგაზრდამდე ყველა ხარბი და ფულსმიშტერებული.. კაცები-ყველა ქალების მუსუსები და გაფუჭებულები, ქალები-ცრუმორწმუნეები, აბეზრები, უზრდელები, დაკომპლექსებულები, ან სულაც, მოქმედი ან მომავალი ბოზები..
ბავშვებისაც რომ არ ერიდებათ

ადრე დგამდა "თეატრალური სარდაფი" ერთ საშინელ სპექტაკლს, სახელად "ებრაელები'. ოღონდ, იქ ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ებრაელებზე იყო პიესა.. ისიც დაახლოებითი იგივე ყალიბისა იყო, რაც ეს ფილმი.
არ მომწონს ასეთი 100%-იანი ნეგატივები. მეყალბება.
აქ "კადოში" ახსენეს. ეგეც ხომ როგორი მძიმე ფილმია, ხასიდების ცხოვრებაზე (წიგნი კიდო ვარესი), მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეგ ფილმიც სიყვარულის ტრაგედიას აღწერს და აჩვენებს საზოგადოების ძალადობას ადამიანზე, მაინც ვერ შეადარებ ქოსაშვილის ფილმს, ბევრად უკეთესადაა ასახული კარგიც და ცუდიც. შეიძლება, იმიტომ, რომ "კადოშში" ძალადობას სარწმუნოების დოგმები განაპირობებს და "დაგვიანებულ ქორწინებაში" კი- საზოგადოების მანკიერი ტრადიციები და ყველაფერზე მერკანტილური შეხედულება.
მოკლედ... დიდი არაფერი...
სექსის სცენებზე უფრო პორნო ითქმოდა, ვიდრე ეროტიკა. აბაზანის და გაწმენდის სცენების გარეშეც დავიჯერებდით, რომ გიჟური სექსი ჰქონდათ ზაზას და ივდითს.
მუსიკა იყო კარგი..
This post has been edited by Solveig on 24 Sep 2016, 19:55
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!