მამამისი ხომ მანიაკი იყო და სახლში ძაღლი, ცოლი, კატა, ბავშვი - ყველა გაბურძგნულ-დავარცხნილი და ბაბთებით მორთული ყავდა რომ ეხატა თავის გემოზე.
სკოლაში რომ მიმიყვანეს იქ ყველა ტიროდა, მე კიდე მაგარი ბედნიერი ვიყავი რომ თმები შემმკრიჭესო

ეს მომწონს - ჩანს დაბმული ცელქი ლეკვის ხასიათი


თორნიკე, ეს თუ იცი?
Boudu Saved from Drowning (1932)
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=1641647აი სად იმალება ბუკოვსკების და მსგავსი მაიმუნი-ვირიშვილების დიდი პაპა

ბომჟი ბუდუს ისტორია. თავს იკლავს, გადაარჩენენ და "ნორმალური ხალხის" ცხოვრების წესს რომ იგემებს, ხვდება რომ რა დურაკი იყო თავს რომ იკლავდა

გარბის და არხეინად აგრძელებს ძველ დინებას.
გემრიელი კომედიაა, მაგრამ ეს სიუჟეტი რა, ბევრს არაფერს ნიშნავს. გადაღებულია კარგად. ჯერერთი, ფულიც არ ჰქონდა იმ პერიოდის ტრადიციების მიხედვით თეტრალიზირებულ სტუდიებში ემუშავა. პარიზის ქუჩები და საერთოდ ყველაფერი ჩანს აი ისე როგორც 30 წლის მერე დაიწყეს გოდარებმა და ახალმა სასტავმა გადაღება. თან მიზანმიმართული ამბოხის გარეშე. ცოცხალია, თანამედროვე. ზოგჯერ ფოკუსიც გაურბის, ალბათ ოპერატორის გამოუცდელბოს გამო

კი ვამბობ ხოლმე რომ ასაკი, ფული და სახელის მერე ენძრევათ ხოლმე რეჟისორებს, მაგრამ ეგრეც არ არის, რომ აუცილებლად ეს რეცეპტი მოქმედებდეს ყველაზე. აი რენუარზე ალბათ ყველაზე ნაკლებად იმოქმედა, მიუხედავად იმისა რომ სულ ბობოლა პროდიუსერები ეხვეწებოდნე სიბერეში ფილმები გადაეღო და რატომ არ უნდა დათანხმებოდა.
ოქროს ეტლი მომეწონა კიდე ძალიან. ანა მანიანი - ანა მანიანია (როგორც მერსედესია-მერსედესი

), მაგრამ იტალიელებმა მაინც თითქოს ქანდაკებად გადააქციეს. აქ ძალიან კარგია.
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=2953275