abezaraრა პრობლემაა, ავხსნი როგორც შემიძლია

ტორენტი არის მომხმარებლებს შორის ფაილების გაცვლა-გამოცვლის სისტემა. ტორენტიდან გადმოწერა პრაქტიკულად ნიშნავს ინტერნეტში სხვა მომხმარებლებისგან (მრავლობითში!) ფაილის გადმოწერას.
ვაყენებთ პროგრამას. სასურველია uTorrent-ს. საიტი
http://www.utorrent.comვხსნით პორტს, ისევე, როგორც შენ გაქვს გაკეთებული სერვერისთვის. გახსნილ პორტს ვწერთ უტორენტის სეთინგებში.
შემდეგ ვქმნით ტორენტ-ფაილს. ტორენტ-ფაილი არის Shortcut-ის მსგავსი ფაილი, რომელიც ინახება სერვერზე და რომელიც შეიცავს ინფორმაციას იმაზე, თუ ვისგან შეიძლება ფაილის გადმოწერა.
ტორენტ ფაილის შექმნა:
1. უტორენტში ვაჭერთ ტორენტ-ფაილის შექმნის ღილაკს.
2. ვამატებთ პაპკას, სადაც არის ის ფაილები, რომლებიც გვინდა გადავაწერინოთ სხვებს
3. ვირჩევთ პაპკას
4. ვაჭერთ OK-ს
5. ვწერთ ტორენტ-საიტის მისამართს. სურათზე მითითებულია thepiratebay.org მაგრამ ჩვენი საკუთარი ტრეკერი რახან გვაქვს, უნდა მივუთითოთ:
http://learnplaycasino.110mb.com/announce.php6. ვირჩევთ Dictionary-ს ზომას. რაც დიდია ფაილი, მით მეტი უნდა იყოს. DVD-ს შემთხვევაში ვაყენებთ მაქსიმუმზე, ანუ 4096 კბ-ზე
უნომრო. პწიჩკები მონიშნული უნდა იყოს, როგორც სურათზეა
7. ვაჭერთ Create and save კნოპკას, რის შედეგადაც იქმნება ტორენტ-ფაილი
მერე უკვე ვტვირთავთ ამ ფაილს საიტზე, ანუ:
1. შევდივართ აქ:
http://learnplaycasino.110mb.com2. ვაჭერთ Upload a .torrent
3. ვავსებთ შესაბამის ველებს (აუცილებელია მარტო ტორენტ-ფაილის მითითება და აღწერა)
4. ვაჭერთ Upload-ს
5. ვპოსტავთ თემაში, რომ ტორენტი ატვირთულია
This post has been edited by macciavelli on 16 Jun 2007, 11:59