კიდევ ერთხელ ვნახე - 2 წლის წინ მერე თუ უფრო მეტი დროის შემდეგ. როგორი ემოციით უყურებ ეს მნიშვნელოვანია, პირველი ნახვისას არ მომეწონა... მეორედაც ვნახე, თითქმის გავიგე... მაგრამ რაღაც ემოცია დამეკარგა. განწყობა უნდა
ფილმი იდეალურია, ფილმის თითოეულ დეტალს დავაკვირდი. შეცდომას ვერ ვპოულობ, იდეალური ბმა, განვითარება, ძალიან ჩახლართული და ამავდროულად აწყობილი ფილმია.
რატომ არაა შედევრი? და ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი? აღიარება არ აქვს იმიტომ რომ: თემა მაგების დაპირისპირება და შეგდებული კლონების თემა(მიუხედავად იმისა რომ ფილმში ტესლასნაირი პიროვნება შემოდის) მაინც ცოტა არასერიოზულად აღიქმება. არადა დიდებულია.
"ახლა საიდუმლოეს ეძებთ, მაგრამ საკმარისად კარგად არ ეძებთ, არ გინდათ გაგება, გინდათ რომ მოტყუვდეთ" ეს ფრაზაა იმიტომაა დასაწყისშიც და ბოლოშიც: თავიდანვე ძალიან დაკვირვებულად რომ ვუყუროთ და გავიგოთ, ბოლოში იმიტომ რომ ყველაფერს ერთი ნახვით მაინც ვერ გაიგებ.
სრული თავგანწირვა ხელოვნებისთვის! ესაა მთელი ფილმი, რათა ერთი წამით მაინც მაყურებელს ფიქრი აიძულო ,კითხვის ნიშანი გაუჩინო , თავბრუ დაახვიო , რაღაცის ძიების დაწყების ბიძგი მისცე ადამიანს. და ეს უბრალო, არაფრით გამორჩეული - უსუსური სამყარო. იმაზე ბევრად შთამბეჭდავად წარმოაჩინო ვიდრე ეს სინამდვილეშია.
მაგის ნამდვილი მოწოდება საოცრადაა გადმოცემული...
რა იყო ბორდენის ტრიუკი? ადგილების გადაცვლა, ხან ერთი იღებდა აპლოდისმენტებს, ხან მეორე. ენჯიერისგან განსხვავებით ეს სცენის ქვეშ არ იღებდა აპლოდისმენტებს, თავისი ნამუშევრის შედეგს, ხალხის ემოციას, გაოცებას და მისი ნახელავის მაგიურ ეფექტს თავად ხედავდა.. ის ემოცია რაზეც ენჯიერი ბოლოს ამბობს, ამ მთავარ მიზანს ხედავდა თავისი თვალით.
ენჯიერმა კი ამის გასაკეთებლად - მორალი, ეთიკა თუ კანონი ყველაფერი დაიკიდა, ყველაფერს დაუპირისპირდა რათა მაურებლის ემოცია - პრესტიჟის მაგია თავისი თვალით დაენახა. და თვითმკვლელობაზე წავიდეთ...
ეს ფილმი შედევრია, ახლა ბევრად მეტი დავინახე ვიდრე მაგების თავგანწირული დაპირისპირება. მათი შინაგანი მდგომარეობა, განვითარება მშვენივრადაა გადმოცემული.
Memento-ს ვერ ჯობს, მაგრამ ესეც განსაკუთრებულია. სხვადასხვა ჟანრია კი, მაგრამ ის ნამუშევარი მაინც საოცრებაა.
თუ ვერ იგებთ ფილმს, ესეიგი საკმარისად კარგად არ ეძებთ :

:
This post has been edited by rati nwt on 25 Sep 2014, 15:01