ეკრანიზებული ფილმებისა და მათი პირველწყაროების მიმართება, ჩვეულებრივ, ორი ტიპისაა - ან ფილმები წიგნებმა აქციეს პოპულარულად, ან პირიქით - წიგნები ფილმებმა... შესაბამისად, პირველ შემთხვევაში მსახიობი უკვე "შემდგარი" პერსონაჟის ტყავში უნდა ჩაჯდეს, მეორეში - პერსონაჟს პრაქტიკულად თვითონ ქმნის...
კლასიკური გმირისა და ბესტსელერის პერსონაჟის თამაში ერთი და იგივე არაა...
შეიძლება ბევრი ვიდავოთ იმაზე, რამდენად ჰიუგოსეული პერსონაჟია ჟან ვალჟანი ლაიამ ნისონის შესრულებით, მაგრამ ალ პაჩინო კი ნამდვილად მაიკლ კორლეონეა, იმის მიუხედავად, როგორ არის ის წიგნში აღწერილი