ვაიმეეეეეეეე როგორ მიყვარდააააა...
ცრემლები მომადგა თვალზე...

მართლა ერთი წუთით მაინც დამაბრუნა იმ დროს, როდესაც ამ ფილმის ყურებაზე (არ ჰქონდა მნიშვნელობა მერამდენედ) სუნთქვა მეკვრებოდა...
და იმ შავი მგლის როგორ მეშინოდა...
და გველებიანი წიგნი როგორ მინდოდა...
და დედოფალი ფანტაზიასნაირი კრისტალი შუბლზე...
სად არის ნეტავ ის მრავალჯერ ჩახვეული კონტრაბანდული VHS "კასეტა", რომელზეც პირველი ეს ფილმი იყო და მეორე Honey, I Shrunk the Kids, თავისი პროფესორი სალინსკით...
მაგრამ neverending story სულ სხვა ამბავია...


ხალხნო, და დაახლოებით ამავე პერიოდისაა, ლაბირინთი ხომ არ გაქვთ ვინმეს?
სულ პაწკუა ჯენიფერ კონელი და ჩემი ცხოვრების უდიდესი სიყვარული დევიდ ბოუი თამაშობენ...
იმას ხომ საერთოდ გულისამაჩუყებელი საუნდტრეკები აქვს...

ააააა,
მომაირეს ემოციებმა
Selfishness is not living as one wishes to live, it is asking others to live as one wishes to live.