სნობი არ ყოფილა არასოდეს და შეიძლება იმიტომაც. მარტო ეგ არ არის საკმარისი რა თქმა უნდა, მაგრამ სნობიზი გაცილებით მავნებელია ხელოვნისთვის ვიდრე გინდაც ქაჯობა. ქაჯს ენერგია მაინც ამოძრავებს, რაღაც ცნობისმოყვარეობა. სნობი კიდე დარწმუნებულია, რომ თითქმის ყველაფერი იცის, და თავისი წიგნებით და შეხედულებებით ბარიკადები აქვს გარშემო ამოშენებული. დაცული და კომფორტული ტერიტორია. იქიდან გამოსვლას კიდე აზრი არ აქვს, და არც აინტერესებს. და აღარ აქვს მნიშვნეოლობა, ამ ბარიკადების მასშტაბი ოთახს მოიცავს, ქალაქს დუ კონტინენტს. კაპუტ გარემოსთან კონტაქტი.
ბოლო-ბოლო, ოთარაც ისეთ ქაჯი არ არის, რა
დარწუნებული ვარ რამდენი უხეტიალია და უბოდიალია მაგ ქუჩებში, შეეერთებულა ამ ფუსფუსს, პენსიონერ არისტოკრატებს, აფრიკელ ემიგრანტებს, ბომჟებს, საერთოდ ყველას.
აი, იმ დღეს რაღაც სერიალი იყო ტელევიზორში. დიალოგები და მერე ქალაქში გავიდნენ. დაკვირვებული ვარ, გარეთაც რომ ხდება რამე, ხო, იქ ხეები მოჩანს, მანქანები ტრასებზე, ხალხი დადის აქეთ იქით, - თან არ აქვს მნიშვნელობა ვენესუელაშია გადაღებული თუ შტატებში ციხიდან გაგცევები და ეგეთები, მაინც ისეთი გრძნობა გრჩება, რომ თითქოს ოთახშია გადაღებული

არადა პროფესიონალები არ არიან, თითქოს წესებსაც იცავენ.. არ ვიცი, ეს ალბათ უმეტესობა ტელერეჟისორის პრობლემაა გარემოს შეგრძნებასთან, ჩორტ ივო ზნაეტ
ისე ტელევიზია იქით იყოს და ინგლისელებიც, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, დღემდე ბოლომდე ვერ გამოსულან თეატრის გავნელიდან.
სადღაც წავიკითხე, რომ იოსელიანმა "ორშაბათ დილაში" ვენეცია უმარილოდ, უინტერესოდ გადაიღოო. ვენეცია რა? დეკორაცია და ფონი. აქეთ იქით კიდე ცხოვრება მიდის ან არ მიდის. ვისაც ეს ქალაქი აინტერესებს მშვენიერი ალბომებია და ფოტოები უამრავი, უყუროს და დატკბეს. კინოში კიდე არქიტეკტურაზე და მუზეუმებზე საინტერესო რაღაც უნდა ხდებოდეს