სულ პირველი ფილმი ვაიდასი "კატინი" ვნახე,მეგობართან ერთად და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.მერე წამოვიდა "ფერფლი და ალმასი" და "დანტონი"

ადრე მქონდა "ოსტატი და მარგარიტას" ვაიდასეული ეკრანიზება ნანახი,ეხლა გადავიმეორე და იგივე არზე ვარ - უაზრო და გიჟური საყურებელია,წიგნს ძაან აცდენილი,მაგრამ ამავდროულად ატმოსფერული რამეა და როგორც სპექტაკლი კარგად იყურება

თუმცა კარგად მესმის იმათი ვისაც არ მოეწონა

ამ ვიდეოში "ოსტატი და მარგარიტას" ეკრანიზებებზე საუბრობს ტიპი,ვაიდას გარდა ბორტკოს ეკრანიზების ნაწილიც ვნახე,მაგრამ გული ვერ დავუდე,რავი,რუსულ ფილმებს ვერ ვუმუღამებ,თან იმენა თეატრალური საუბრები რო აქვთ თავისებური))
სხვათაშორის,ჩემ ცხონებულ ლექტორსაც უყვარდა ვაიდა,განსაკუთრებით "ფერფლი და ალმასი" - მაგან მირჩია ვაიდას ფილმებს ჩაუჯექიო(მაგრამ "კატინით" დავიწყე) - ჰოდა კიდე ამბობდა,"ფერფლსა და ალმასში" ზბიგნევ ციბულსკი რო გულზე იდებს ხელს და რო ახსენდება,ეგეთი სცენა კინოში არ ყოფილა ჯერო,ყველაზე მაგარი სცენააო

ნათელში იყოს ცხონებული