უღრმესი მადლობა

კუკურუკუსაც
* * *
ვანხე ეს ფილმიც,თანამედროვე ყოფაში აქვს რუისს ჯოჯოხეთი გადმოტანილი და საინტერესო და განსხვავებული იყო,თუმცა სამწუხაროა,რომ ინგლისურად იყო(ტიტრები მაინც რომ ყოფილიყო არაუშავდა),ხანდახან ესპანური დიალოგებით და ნახევარი ფილმის მოსმენა გამიჭირდა...სიმბოლური კადრები,დანტეს არატრადიციული ტიპაჟი,საერთო ჯამში ნორმალური ფილმია...ორივე თამამი ეკრანიზაციაა,მაგრამ ვიტყვი,რომ ამ ნაწარმოების ეკრანზე გადმოტანა მთელი თავისი ხიბლით შეუძლებელია....თუმცა ამ ორ ერთმანეთისაგან რეჟისორული კუთხით განსხვავებულ ფილმს თუ შევადარებთ,გრინუეის ფილმმა უფრო მეტი შთაბეჭდილება მოახდინა,თუნდაც თავისი მოძველებული დოკუმენტური ხერხებით,მაგრამ მე ვფიქრობ,რომ მთავარ როლს მის ფილმში მაინც ლიტ.კრიტიკოსების და მეცნიერების კომენტარები თამაშობს...
რუისთან ეს კადრები მომეწონა...
გარდაცვლილისთვის ჯოჯოხეთში დრო იწვის,ვიდრე მისი სული...

მათი გამოსახულება(სული) აღარ ირეკლება,რადგან ყველა სარკე იწვება...

საინტერესო რაკურსია...არაფერს გაგონებთ?


ესეც სიმბოლურია...


ეს სახეებიც მომეწონა,ჯოჯოხეთის სხვადასხვა საფეხურებზე...




