#44741326 · 30 May 2015, 02:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გუგლში ჩავწერე, მინდოდა ისევ მეყურებინა და უცებ ამომიგდო ამ თემის ლინკი... არ შემიძლია არ დავწერო... ფილმი არის ყველაზე დრამატიზებული სიყვარულისგან შეკერილი ნაჭერი, რომელიც ნელნელა ირღვევა და სცილდება ერთმანეთს... გარემო, ის სურვილი ნარკომანად ყოფნის და მათი ცდა შეეცვალათ ის, მხოლოდ იმიტომ მაინც რომ შვილი ეყოლებოდათ... ახალი სიცოცხლე იყო მათთვის საბაბი, ყველაფერი თავიდან დაეწყოთ, ისევ აღედგინათ ქსოვილი, სივრცე მათ შორის... ერთ დღესაც არაფერზე ყოფილიყვნენ დამოკიდებულები...მშვიდად დაეძინათ...
ვუყურებდი და მაჟრიალებდა. სცენები, უბრალო, არაფრით განსაკუთრებული, მრავალჯერ ნანახი სხვადასხვა ფილმში, ჩემში ჯერ არგანცდილ ემოციას ტოვებდა. იმიტომ რომ შემიყვარდა ქენდი და დენი. მეგონა ვიყავი მათ გვერდით,მტკიოდა მათი ტკივილი... არ მესმის... ვინც ნახა და ამბობს რომ სისულელეა... ალბათ ზედმეტად მიყვარს და იმიტომ.
საოცარი სცენებია... მკვდარი ახალშობილი, შეღებილი კედლები, სიტყვები, ქენდის სცენა (როცა თაფლი იღვრება) და ბოლო... სულ მწყდებოდა გული როცა უსამართლოდ მთავრდებოდა ფილმი. აქ კი მხოლოდ ცრემლი მომერია. თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო. ასეც უნდა დამთავრებულიყო...
მოკლედ, ჩემი ფილმია ეს...
--------------------
,,სერიოზული ურთიერთობებისთვის მზად არ ვარ. ჯერ ნეპალში უნდა წავიდე და საკუთარი თავი ვიპოვო"
,,ამ დიდ სამყაროში ყოველთვის დაელოდები ვინმეს და ყოველთვის იქნება ვინმე, ვინც შენთან იქნება, დაიკეტება კარი, გაიღება ფანჯარა, ამ მცირე დროში სანამ ამ ფანჯრიდან შემოვა სხივი, ეცადე არ მოკვდე"
|