ეს როდის აქეთ გახდა ცნობილი ნაწარმოები? ეკრანიზაციის მერე?

ხო, და კიდე ბევრი აქ ჩამოთვლილი ფილმი. ფორესტ გამპი ძაან ცნობილი წიგნია

ეშმაკის ადვოკატიც მგონი რაღაც წიგნის მიხედვითაა, ეგ როგორ გამოგრჩათ

ეს ის ფილმები რომელთა ორიგინალებიც არ ვიცი.
ნუ ერთ-ერთი საუკეთესო რა თქმა უნდა "გაქცევა შოუშენკიდან".
LOTR.
ასევე ჰიუგოს "საბრალონი", ბილი ოგასტის.
ნათლიმამა.
სტალკერი და სოლარისი.
კოსმოსური ოდისეა, მაგრამ ეს მგონი კუბრიკმა გახადა წიგნად

ეკოს "ვარდის სახელი" როგორც ფილმი კაია, მაგრამ წიგნი არ ვიცი და ვერ შევადარებ.
Скверный анекдот (დოსტოევსკი) - საკმაოდ კარგად გამოუვიდათ.
ჯეინ ეირი - ტიმოტი დალტონია როჩესტერი.
მექანიკური ფორთოხალი.
უელსის "პროცესი"
"სიკვდილი ვენეციაში"
"საუზმე ტიფანისთან"
ესენი არ მაქ ნანახი.
რაც წაკითხული მაქ.
კუკუშკა კინო არ მახსოვს, მგონი არაუშავდა, წიგნი ნაგავია.
1984 - ამის ეკრანიზაცია უაზრობაა, იმიტო რო შეუძლებელია მაგის გაკეთება. ფილმის ამბავში წავა.
ხო, ბორტკოს "იდიოტს" რაც შეეხება, არაუშავს. მაგრამ მაგაზე უფრო მაგარია სვეტოზაროვის "დანაშაული და სასჯელი". აი მოროზის "კარამაზოვები", რომელიც ეხლა გამოვიდა, ეგ უკვე ცალკე თემაა

კიდე კაი არ მოესწრო ავტორი თორე რასკოლნიკოვის იდეებს მოროზზე განახორციელებდა

და ვაბშე მაგ მწერლის რომანების ეკრანიზაციას თავი უნდა დაანებონ. თავს ნუ იბანძებენ და ნურც მწერალს აბანძებენ

რამე სხვა მონახონ საეკრანიზაციოდ.