western






ჰოლივუდში ვესტერნს 1898 წლიდან იღებენ, კინომატოგრაფიაში ვესტერნი ათვლას 1903 წელს გადაღებული
The Great Train Robbery თ იწყებს. ვესტერნს აქვს რამოდენიმე მიმდინარეობა, პირველი ეს კლასიკური ვესტენრია, შერიფით, მოხეტიალე კოვბოით, დაუნდობელი მკვლელით, მარტოხელა ქალით და ა.შ. კლასიკური ვესტერნის ყველაზე დიდი რეჟისორი გახლავთ ჯონ ფორდი, მსახიობი ლეგენდარული ჯონ უეინი. 60-იანი წლებიდან, დაიწყეს ე.წ რევიზიონისტული ვესტერნების გადაღება, კლასიკური ვესტრნის რამოდენიმ დეტალი შეიცვალა, რევიზიონისტულ ვესტერნში ხშირად ინდიელები დადებით პერსონაჟებად გამოყავდათ (კლასიკური ვესტერნისგან განსხვავებით, სადაც ინდიელი უარყოფითი პერსონაჟი იყო, ყველაზე კარგ შემთხვევაში კი მთავარი გმირის დამხმარე). ასევე 60-იანი წლებიდან დაიწყეს "სპაგეტი ვესტერნების" გადაღება, დაბალ ბიუჯეტიანი ვესტერნები. ხშირად კლასიკური ვესტენიდან პირდაპირ გადაღებული კადრებით, აზიური ფილმის რიმეიქებით, მიუხედავად ამისა, სპაგეტი ვესტერნი ბევრ ცნობილ მსახიობს იზიდავდა, მაგალითად - ჰენრი ფონდა, ჯეიმს კობურნი, კლინტ ისტვუდი, კლაუს კინსკი და ა.შ. სპაგეტი ვესტერნში უარყოფით პერსონაჟებს ხშირად ანსახიერებდნენ
ლი ვან კლიფი და
ჟან მარია ვოლონტეარსებობს ასევე Contemporary-ვესტერნი. მოქმედება თანამედროვე დროში ხდება, მაგრამ ფილმი გაჯერებულია ველური დასავლეთის თემებით და მოტივებით, მაგალითად რობერტ როდრგიესის "დესპერადო", ტომი ლი ჯონსის "სამი საფლავი", Contemporary-ვესტერნს მიეკუთვნება.
ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და მაშტაბური ვესტერნი (თავის დროზე), გახლავთ
How the West Was Won (1962) რომლის გადაღება, $15,000,000 დაჯდა. ფილმი დაყოფილია რამოდენიმე ნაწილად და ყავს სამი რეჟისორი, ჯონ ფორდი, ჰენრი ჰეტევეი და ჯორჯ მარშალი. ამ ფილმში თავი მოიაყრეს ისეთმა მსახიობებმა, როგორებიც არიან - გრეგორი პეკი, ჯიმი სტუარტი, ჯონ უეინი, ჰენრი ფონდა, კარლ მალდენი, ილაი უოლაკი, რიჩარდ უიდმარკი და ა.შ.
ვესტერნის ელემენტებს შეხვდებით ბევრ, აბსოლიტურად განსხვავებულ ჟანრში. მაგალითად პოსტაპოკალიზმზე გადაღებული ფილმებიდან, The Postman, Mad Max, The Book of Eli ამ ფილმებში, ხშირია ვესტერნის ელემენტები. ვესტერნი გვხვდება ასევე Sci-Fiა ჟანრშიც, მაგალითად Outland-ი შონ კონერის მონაწილეობით, ანალოგია ვესტერნის ჟანრის ერთ-ერთი შედევრისა High Noon. ჯორჯ ლუკასმა განაცხადა, რომ ჰან სოლოს პერსონაჟი "ვარსკვლავური ომებიდან" შექმნილია ტიპიური მოხეტიალე კოვბოის მიხედვით. ასევე ადგილი, სადაც ჰან სოლო, სკაიუოკერს და ობი ვან კენობის ხვდება, გახლავთ ტიპიური "Saloon"-ი ველურ დასავლეთში.





ამ ხუთი ფილმმიდან, პირველი ოთხი, ბოლო წლებში გადაღებული ვესტერნებიდან ალბათ საუკეთესოებია. ბოლო, Cowboys & Aliens, ამერიკაში 29 ივლისს გამოვა.
This post has been edited by Mersisaidman on 5 Feb 2011, 19:05