ambicilini გუშინ გავიგე, რომ რეჟისორს ამერიკაში ჰქონია განათლება მიღებული...
ბაბლუანიც არაა აქაური ასე ვთქვათ, კინო სკოლის აღზრდილი...
სამწუხაროდ, ეს ბევრს ამბობს...
ჩვენი სტუდენტები კინოსაც კი არ უყურებენ...
(სარეჟისოროს სტუდენტები... და უმრავლესობას ვგულისხმობ... )
რატომღაც, იმდენად თავდაჯერებულები არიან საკუთარ თავში და იმ "გენიაში" რომელიც სადღაც, სიღრმეში აქვთ "ჩამალული", რომ რამდენჯერ ჩემი თვალით მინახავს როგორ გამოსულა არა ერთი მომავალი რეჟისორი თუნდაც კინოს ისტორიის ლექციიდან დაზაფრული სახით რაღაც ...ობას გვაჩვენებენო...
ერთხელ, ეს ///ობა "გზა" აღმოჩნდა, ერთხელ - "გიორგობისთვე",,, სხვა დროს აუდიტორიაში არ შემიხედავს, მაგრამ კინოს ისტორიაზე რას აჩვენებდნენ რთული წარმოსადგენი არაა...
ჰგონიათ, რომ მხოლოდ თვითონ შეუძლიათ შექმნან შედევრი ,,, სასაცილოა და გამაღიზიანებელიც... მე მართლა მაღიზიანებს, ალბათ, ამიტომაცაა რომ ქართული ფილმების ნახვა საერთოდ შევწყვიტე... განსაკუთრებით, სტუდენტურის...მაქსიმუმი რაც გაქაჩონ ხუთწუთიან ფილმში საინტერესო დრამატურგიაა ისიც ათასში ერთხელ... მომბეზრდა და პროტესტის ნიშნად, აღარ ვუყურებ... "გაღმა ნაპირზე" თქვა ბევრმა კარგი... არ მინახავს და გუშინ გულწრფელად დავფიქრდი იქნებ ღირს-მეთქი აზის შეცვლა ზოგადად, თანამედროვე კინოზე ჩვენთან

))
საინტერესო ისაა, რომ თეატრალურში აღარ პრაქტიკულად აღარ არიან რეჟისორები, ვინც რეჟისორებისაღზრდას შეძლებს...
თითქმის არც ერთ ქართველ რეჟისორს არ უყვარს სხვისი კინოს ნახვა და კრიტიკა... არავის... ალბათ....
ასე კი ვერც სტუდენტი გაიზრდება და ვერც ის ვინც სტუდენტი უნდა გაზარდოს...