ხო....საერთო ჯამში კარგი ფილმები იყო ნაჩვენები ფესტივალზე.ეხლა დავწერ რა ფილმებზე ვიყავი...:
1.მიწის წვენი-გუნარ სომერფელდტი (1921 წელს იყო გადაგებული,მარა მაინც მაგარი იყო..ჰამსუნის 2-3 ნაწარმოებზე იყო შექმნილი
2.ხარხარი-ლიზა აზუელოსი ..აქ სოფი მარსო გამოდიოდა..ნუ თინეიჯერული ჩვეულებრივი ფილმი იყო..სასიამოვნო საყურებელი.. პროგრამაზე მიწერილი მაქვს "საუნდტრეკები".. მარა ვერ ვპოულობ ვერსად

3რ(ევოლუცია) -მუსტააფა ზავერი აი ეს ფილმი ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი ფილმი იყო ამ ფესტივალზე...თან გოაც უფრო კარგადაა დანახული,ვიდრე ვარსიმაშვილის ახალ ფილმში...
4.აშკანი,ჯადოსნური ბეჭედი და სხვა ამბები_შაჰრამ მოკრი..ეს ფილმი ნორმალური იყო..კარგად ვიცინეთ..
5."ტაბლო"-გაბორ დეტრე აი ეს ფილმი ნაღდად დღის იმედგაცრუება იყო...არადა სხვა დარბაზებში უფრო კარგი ფილმები იყო და..
6.ჩემი ძმა დედისერთაა-დანიელე ლუკეტი...(ამირანში) აი ამ ფილმა ხო იმენნა დახურა...მაგარი კომედია იყო,თავის დიალოგებით,ერთი ეგ იყო,რომ ტიტრებით იყო ხანდახან ერეოდათ .ზუსტად ვერ ასვავდნენ
10-საათიანზე აღარ დავრჩი.. "კლასი"-ლორან კანტე გადიოდა და დაღლილი ვიყავი..ისე ვნახე და ბუდე.გე-ზე დევს თხოვნებში..(რეკლამაში არ ჩამითვალოთ)
* * *
4 დეკემბრის ქრონიკა:
11.30 ზე და 14:00 არ ვყოფილვარ ლექციებისდა გამო და 16:00 მივედი
7."ტელეგრაფისტი"_ერიკ გუსტაფსონი... ამ ფილმზე მაგრად ვიცინე...მთავარ ფილმში ვინც იყო მაგარს თამაშობდა,მარა მე მაინც ნორვეგიელი ქალები დამამახსოვრდნენ..კაი საყურებელი ფილმი იყო..მომეწონა..
8."აღთქმულ მიწაზე დაბრუნება"_ჰარუტიუნ ხაჩატრიანი... მორიგი იმედგაცრუება..არ მომეწონა,,შეიძლება რაღაც აზრი იდო,მარა მე ვერ დავინახე..

თუ ვინმემ უყურეთ და გაიგეთ მომწერეთ

მეტეოიდიოტზე ვერ ავიღე ბილეთები და ამიტომ გოგონა ტბის პირას-ზე შევედი ამირანში
9."გოგონა ტბის პირას"-ანდრეა მილაიოლი..ნორმალური ფილმი იყო,კლასიკური დეტექტივი..კარგი გადაღებული იყო..ნუ არაუშავდა..
და 10 საათიანზე იყო სამი მაიმუნი ნაჩვენები..
10."სამი მაიმუნი"-ნური ბილგე ჯეილანი.. კაი ფილმი იყო...დღევანდელობა იყო და ოჯახური სიტუაციები... კაი ფილმი გამოუვიდათ თურქებს ხოიცი.. და დასრულდა 4 დეკემბერიც..
* * *
[b]5 დეკემბერი.შაბათი[b/]
11.ჰამსუნი-იან ტროელი...აი კიდე ერთი ფავორიტი ფილმი ამ ფესტივალზე...ისეთი ფილმია ყველამ უნდა ნახოს....
14-00 არ ვყოფილვარ...ჰამსუნი 2.40 წუთიანი ფილმი იყო და ვეღარ შევედი...ჯაყოს ხიზნებზე მინდოდა შესვლა..
12.) ჰიმალაი-ერიკ ვალი ამ ფილმში მე ევერესტს ველოდებოდი და მონღოლური ტომები,უდაბნო და იაკები დამხვდა..მარა ისე მაგრად იყო გადაღებული ნამდვილად არ მინანია..ეს ფილმი ქართულ საიტებზე მარტო www.fix.ge -ზე დევს..ისიც ჩემი თხოვნით..

ჰიმალაის პარალელურად "სამი ქალი"-მანიჯე ჰექმათი ,ირანი 2008 გადიოდა..ვიცოდი რო მაგარი ფილმი იქნებოდა.ჩემმა ძმაკაცმა უყურა და აღფთოვანებული იყო...ვეძებ მაგ ფილმს ,მარა ვიცი რომ ვერ ვიპოვი ჯერ.. (:
13."პიანო,სოლო"-riccardo milani -ს ძალიან მაგრად მომეწონა..ამ ფილმს ვეძებ თავის საუნდტრეკით..საუნდტრეკი ვიპოვე,მარა ვერ ვიწერ,ფასიანია..

უმაგრესი ფილმია...კაი დრამაა..იტალიელებმა დამაჯერეს..ისევ და ისევ..
მეტი ფილმი არ მინახია შაბათს... ყველაზე მაგარი დღე შაბათი გამოდგა...
* * *
6 დეკემბერი.კვირა 14."შიშველი"-მაიკ ლი..ამ ფილმა სხვადასხვა ემოციები გამოიწვია ჩემსა და ჩემ მეგობრებს შორის...ჩემი აზრით კარგი ფილმია,ნორმალურად გადაღებული და მთავარი გმირის დიალოგებია ძაან მაგარი...1993 წელსაა გადაგებული და იმედია ვიპოვი რუსულად მაინც...
15."კნუტ ჰამსუნის კავკასიური მისტერიები"-ოლიკო ჟღენტი..ეს იყო ერთადერთი ქართული ფილმი რაც ვნახე ამ ფესტივალზე...ამ ფილმს ესწრებოდნენ კოკო გამსახურდია და დათო ტურაშვილი..

მომეწონა ..დოკუმენტური ფილმი იყო უფრო და ბიოგრაფიული...ბევრი რამე გავიგე ჰამსუნზე...პარალელურად ჩემი ძმაკაცი იყო 5-დარბაზში..მაიკ ლი ატარებდა მასტერ კლასებს..გამწარებული გამოვიდა...ისეთ იდიოტობა კითხვებს უსვავდნენ მაიკ ლი-ს,მაგარად გამიტყდაო..ამათმა რა ფილმი უნდა გადაიღონ მომავალშიო...ცოფებს ყრიდა..ერთს უთხრა shut up -ო ისე გაოგნდა კაცი თურმე..ეს ისე გადახვევა ცოტა...
16."პანდორას ყუთი"-იეშიმ უსტაოღლუ..აი ეს მართლაც ძალიან მაგარი ფილმი იყო...ერთ-ერთი მთავარი გმირი (ბებია)
ისე თამაშობდა მემგონი კინემატოგრაფიის ისტორიაში ესე არავის უთამაშია..ცოტა ვაჭარბებ,მარა მომდევნო დღეები და ეხლაც თვალწინ მიდგას იმის გმირი...
17.) გომორა-მატეო გარონე.... რო გითხრათ გავგიჟდი ამ ფილმზეთქო მოგატყუებთ..პირიქითაც შეიძლება ითქვას..საშინელება იყო...მაფია და იარაღები და ... არ მომეწონა მოკლედ...
მაიკ ლის ვერა დრეიკმა დახურა ფესტივალი..მე ვერ წავედი,რადგან მოსაწვევებით იყო დასწრება და მე ჩვეულებრივ მოკვდავს აბა რაღა შემეძლო.. :დ :დ

საერთო ჯამში ვუყურე 17-ფილმს...და ფესტივალმაც გაამართლა ძალიან..ერთი ეგაა ბევრი ტექნიკური ხარვეზები იყო ტიტრებთან დაკავშირებით...იმედია გამოსწორდება...და კიდე სპონსორი გამოუჩნდება ამ ფესტივალს.... ეს იყო დაუვიწყარი დეკემბრის 5 დღე...გული მწყდება,რომ ცოტა ხალხი დადიოდა ფილმებზე და არც იცოდნენ წესივრად რა ხდებოდა რუსტაველში და ამირანში..არადა აბონიმენტი სულ რაღაც 25 ლარი ღირდა...და ბოლოს ველოდები
"თბილისის მე-11 საერთაშორისო კინოფესტივალს"