
აი ეს გადაწერეთ guset listia...
http://bin.ge/file/103023/Gadareuli-siaaaa.pdf.htm
* * *
თბილისის მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალი
1 - 6 დეკემბერი 2009
კინოთეატრები “რუსთაველი” და “ამირანი”
2009 წლის 1-6 დეკემბერს ტარდება თბილისის მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალი. ფესტივალს უმასპინძლებენ კინოთეატრები "ამირანი" და `რუსთაველი~.
ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება 1 დეკემბერს კინოთეატრ “ამირანში” - ნაჩვენები იქნება რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმი, “ქუჩის დღეები”. ფესტივალი საზეიმოდ დაიხურება 6 დეკემბერს კინოთეატრ “ამირანში” მაიკ ლის გახმაურებული სურათით “ვერა დრეიკი”.
კინოფესტივალის პროგრამით გათვალისწინებულია 100-მდე მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმის ჩვენება 19 ქვეყნიდან. წელს ფესტივალი მაყურებელს შემდეგ პროგრამებს სთავაზობს:
* ევროპული კინოს ფორუმი
* ჰორიზონტები
* დამზადებულია გერმანიაში
* ფრანგული კოლექცია
* კადრშია იტალია
* რეჟისორი ფოკუსში
* ლონდონის კინოსკოლა
* მარგარეტ მიდის ვიდეო- და კინოფესტივალი
* ჰამსუნი და კინო
* სპეციალური ჩვენება
* ქართული პანორამა
* მასტერკლასები
სექცია ,,ევროპული კინოს ფორუმი” მაყურებელს ბოლო ორი წლის ევროპულ მხატვრულ კინოპროდუქციას გააცნობს. ამ სექციაში თავმოყრილია ფილმები რომელთაც წარმატებას მიაღწიეს ისეთ საერთაშორისო კინოფესტივალებზე, როგორიცაა კანის, კარლოვი ვარის, ბერლინის, სან-სებასტიანის, მოსკოვის, და ა.შ. ფილმებთან ერთად, კინოფესტივალზე მოწვეულია რეჟისორები ან გადამღები ჯგუფის წევრები, რათა ფილმის ჩვენების შემდეგ პრესკონფერენციები და დისკუსიები ჩატარდეს. დისკუსიების ჩატარების ტრადიცია ფესტივალმა რამდენიმე წლის წინ დაამკვიდრა. სექციის პროგრამაში ჩართულია ისეთი წარმატებული ფილმები, როგორიცაა ლორან კანტეს “კლასი”, ძმები დარდენების “ლორნას სიჩუმე”, ნური ბილგე ჯეილანის “სამი მაიმუნი” და მატეო გარონეს “გომორა” (2008 წლის კანის კინოფესტივალის ტრიუმფატორები), აგრეთვე რუსული კინოს “ახალი ტალღის” ორი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლების - ნიკოლაი ხომერიკისა (“ზღაპარი სიბნელის შესახებ”) და ბორის ხლებნიკოვის (“დახმარება სიგიჟის ზღვარზე”) ფილმები.
სექცია ,,ჰორიზონტები” თავს მოუყრის ფილმებს აზიის ქვეყნებიდან, რომლებიც ყოველთვის გამოირჩევიან საინტერესო კინოპროდუქციით. წარმოდგენილი იქნება ინდოელი რეჟისორის, მუსტაფა ზავერის “რ(ევოლუცია)”, რომელიც წარმატებით იქნა ნაჩვენები კარლოვი ვარის კინოფესტივალზე, ასევე ჩინელი რეჟისორის ჟანგ ჩის “შახტი” და ა. შ.
ნორვეგიის კინოცენტრთან თანამშრომლობით ჩატარდება კნუტ ჰამსუნის ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ფილმების მცირე რეტროსპექტივა. როგორც ცნობილია, კნუტ ჰამსუნმა გარკვეული პერიოდი დაჰყო საქართველოში. თბილისში არსებობს კნუტ ჰამსუნის საზოგადოება. ამას გარდა, წელს კნუტ ჰამსუნის საიუბილეო თარიღია - დაბადების 150 წლისთავი. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრამას მაყურებელს ნორვეგიის კინოცენტრის დირექტორი, ბატონი იან ერიკ ჰოლსტი წარუდგენს, რომელიც დაინტერესებულია ქართველ კინემატოგრაფისტებთან კონტაქტებით. პროგრამაში შესულია კნუტ ჰამსუნზე გადაღებული ქართული ფილმიც (რეჟ. ოლღა ჟღენტი).
სექცია ,,რეჟისორი ფოკუსში” წარმოგვიდგენს საქვეყნოდ აღიარებულ სომეხ რეჟისორს _ ჰარუთუნ ხაჩატრიანს, რომელიც წარმოშობით ახალციხის რაონიდანაა. ნაჩვენები იქნება მისი სამი ფილმი, თავად რეჟისორი ფესტივალის სტუმარი იქნება.
წელს პირველად ჩატარდება დოკუმენტური ფილმების პროექტების პრეზენტაცია – Pიტცჰ.Dოც Gეორგია, 2009. რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კინოდოკუმენტალისტები ე.წ. ,,კიევის ინიციატივის” ქვეყნებიდან. ეს ქვეყნებია: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა. სესიაზე განხილული იქნება ორ-ორი პროექტი თითო ქვეყნიდან. პროექტებს შეაფასებენ კინოფესტივალზე აკრედიტებული ქართველი და უცხოელი კინომოღვაწეები. გამარჯვებული პროექტი მიიღებს 5 000 ევროს, რომელიც დააწესა გიოტებორგის კინოფონდმა. სპეციალურად ამ მიზნით თბილისს ეწვევა ამ ფონდის წარმომადგენელი კამილა ლარსონი.
კინოფესტივალის ერთ-ერთი ტრადიციული პარტნიორია ,,გოეთეს ინსტიტუტი_საქართველო.” მისი დირექტორის, ბატონი ვერნერ ვიოლის უშუალო ხელმძღვანელობით წელსაც, როგორც გასულ წლებში, მზადდება პროგრამა “Mადე ინ Gერმანყ”. ამ განყოფილებაში ბოლო წლების შვიდი ყველაზე გახმაურებული მხატვრული და დოკუმენტური ფილმი იქნება ნაჩვენები, მათ შორის 7 საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ფლორიან გალენბერგერის ფილმი “ჯონ რაბე”. ტრადიციულად, კინოფესტივალი უმასპინძლებს რამდენიმე კინორეჟისორსა და პროდიუსერს გერმანიიდან.
საფრანგეთის კულტურის ცენტრთან ერთად მზადდება ფრანგული ფილმების პანორამა “Fრენცჰ შჰოწცასე”, რომელიც მოიცავს რამდენიმე მხატვრულ ფილმს.
იტალიის საელჩოსთან და ფლორენციის კულტურის მენეჯერებთან ერთად წელს პირველად მოეწყობა ახალი იტალიური ფილმების ჩვენება, პროგრამით “მზერა იტალიისკენ”. მათ შორისაა მატეო გარონეს, რიკარდო მილანისა და რობერტო როსელინის მოსწავლის, პაოლო ბენვენუტის ფილმები. კინოფესტივალის სტუმარი იქნება რამდენიმე რეჟისორი და მსახიობი.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია წლევანდელი ბრიტანული პროგრამა. თბილისის სტუმარი იქნება თანამედროვე ბრიტანეთის ერთ-ერთი უდიდესი რეჟისორი მაიკ ლი. ფესტივალის დახურვაზე ნაჩვენები იქნება ბრიტანული კინოაკადემიისა და ვენეციის საერთაშორისო კინფესტივალის ლაურეატი ფილმი “ვერა დრეიკი”, ამას გარდა მაიკ ლი ჩაატარებს მასტერკლასს ფესტივალზე აკრედიტებული ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებისთვის, რომელთა შორის იქნებიან, როგორც ქართველი, ასევე სომეხი და აზერბაიჯანელი მონაწილეები.
ბრიტანული პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია ლონდონის კინო სკოლის (Lონდონ Fილმ შცჰოოლ) პრეზენტაცია, რომელსაც გაუძღვება სკოლის რექტორი,ბენ გიბსონი შეხვედრაზე ბ–ნი ბენ გიბსონი მოგვითხრობს კინო სკოლის მუშაობის პრინციპებისა და სტრუქტურის შესახებ. ასევე განხილული იქნება საქართველოსთან შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივები, გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს კულტურის სამინისტროს, ს/ს “ქართულ ფილმსა” და “ლონდონის კინო სკოლას” შორის, რომელიც გულისხმობს ქართველი კინემატოგრაფისტების ხელშეწყობას ბრიტანეთში პროფესიული განათლების მისაღებად. შეხვედრის შემდეგ ლონდონის კინო სკოლის სტუდენტები რამდენიმე ნაწილად წარმოადგენენ თავიანთი სასწავლო ფილმების პროგრამას.
თბილისის კინოფესტივალზე კინოეკრანები დაეთმობა ასევე დოკუმენტურ ფილმებს, რომლებიც გადაღებულია საქართველოს თემაზე და ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმიანება. პროგრამაში ჩართულია ცნობილი ქართველი დოკუმენტალისტის, ნინო კირთაძის ახალი ფილმი “ზოგი რამ საქართველოს შესახებ” და ამერიკელი რეჟისორის ჯონ ფილპის “მიშა მოსკოვის წინააღმდეგ”. აგრეთვე სალომე ჯაშის მოკლემეტრაჟიანი ფილმი “დადუმებული”, აგვისტოს ომის თემაზე და შალვა შენგელის “უცნობი ჯარისკაცები”.
ძალიან დიდია მაყურებლის ინტერესი ირანული კინოს მიმართ. ირანულ კინოფონდთან თანამშრომლობით შედგება პროგრამა, რომელიც მოიცავს ბოლო წლებში გადაღებულ ყველაზე მნიშვნელოვან სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმებს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მანიჯე ჰეკმათის “სამი ქალი”. 2002 წელს ამ რეჟისორის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი “საპყრობილე” 80 საერთაშორისო კინოფესტივალზე იყო ნაჩვენები და შვიდი პრიზით აღინიშნა.
კინოფესტივალის დროს კინოთეატრ რუსთაველის დარბაზები დაეთმობა 2008-2009 წლებში შექმნილ ქართულ კინოპროდუქციას. ქართული პანორამა, როგორც წესი, იზიდავს უცხოელ კინომცოდნეებს, ჟურნალისტებს, კინოფესტივალების წარმომადგენლებს, რომლებიც ქართულ ფილმებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასატანად არჩევენ. მათთვის სპეციალურად იმუშავებს ვიდეოდარბაზი, სადაც ყველა დროის ქართული პროდუქციის ნახვა შეეძლებათ.
ქართულ პანორამაში ნაჩვენები იქნება აგრეთვე საზღვარგარეთ მცხოვრები სამი ქართველი რეჟისორის ფილმი. ესენია: ნუცა ალექსი მესხიშვილის (საფრანგეთი), ვენეციის ბიენალეს კორტო კორტისიმოს ჟიურის პრიზის მფლობელი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი “ბედნიერება” საქართველოდან სამუშაოს საძებრად წასული ქალების შესახებ; ქეთი ორჯონიკიძის (ნიუ-იორკი, აშშ) სადებიუტო მოკლემეტრაჟიანი ფილმი “თუთიყუში” და ინგა ნემსწვერიძის (მიუნხენი, გერმანია) სრულმეტრაჟიანი მხატვრული დებიუტი - “ზღვარზე”.
ფესტივალი ორ იუბილეს აღნიშნავს – მიხეილ კობახიძეს და ირაკლი კვირიკაძეს 2009 წელს 70 წელი შეუსრულდათ. ამასთან დაკავშირებით, ფესტივალის ფარგლებში მომზადდა სპეციალური პროგრამა.
ცალკე უნდა აღინიშნოს ორი ქართული ფილმის პრემიერა - ნანა ჯორჯაძის “მეტეოიდიოტი” და ლევან კოღუაშვილის “ქუჩის დღეები”.
ფესტივალი უმასპინძლებს დოკუმენტური ფილმის, „ბონდის გოგონები სამუდამოდ“ ჩვენებას და შეხვედრას მარიამ დ’აბოსთან, ფილმის ერთ–ერთ ავტორთან. სანახევროდ ქართული წარმომავლობის მსახიობი მაყურებელს ესაუბრება თავისი გამოცდილებისა და საქართველოსთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმების შესახებ. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს რობერტ სტურუა.
ფესტივალის სტუმარი, ცნობილი ბრიტანელი რეჟისორი, ფრენკ როდამი წარმოადგენს კინო–პროექტს, „არია“ (1987), 10 ცნობილი რეჟისორის (მათ შორის: კენ რასელის, ჟან–ლუკ გოდარის, დერეკ ჯარმენის, რობერტ ალტმანის, ფრენკ როდამის და სხვათა) მოკლემეტრაჟიან კინო–ფანტაზიებს ცნობილი საოპერო არიების თემაზე. ფილმის შემდეგ გაიმართება მაყურებელთა შეხვედრა ფრენკ როდამთან. პროგრამაში ასევე შესულია როდამის საკულტოდ აღიარებული ფილმი, „კვადროფენია“ (1979)
საფრანგეთის კულტურის ცენტრის ინიციატივით კინოთეატრ “ამირანში” კინოფესტივალის დროს მოეწყობა ფოტოგამოფენა “მსოფლიოს კინოვარსკვლავები კანში”.
კინოფესტივალზე აკრედიტებული იქნება ასამდე უცხოელი კინომოღვაწე _ რეჟისორები, პროდიუსერები, მსახიობები, კინომცოდნეები, ფესტივალის მენეჯერები, ჟურნალისტები. ჩატარდება მასტერკლასები, ვორქშოფები და შეხვედრები.
წელს კინოფესტივალი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ უმჯობესია საიუბილეო (მე-10) ფესტივალი კონკურსის გარეშე, მრავალფეროვანი პროგრამით ჩატარდეს და ქართველ კინომოყვარულებს 7 დაუვიწყარი დღე აჩუქოს.
This post has been edited by hardbop acdemy on 26 Nov 2009, 21:06