ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ის რამდენიმე მხატვარი შემიძლია ჩამოგითვალოთ, რომლებიც დღეს (და არა მარტო დღეს) ითვლებიან ამ საქმის მამებად, და შესაბამისად, საინტერესო იქნებოდა ამ ხალხზე ინფორმაციის დადება თქვენს საიტზე.
თან ეს პროფესია (კინოს მხატვარი) არაა პოპულარული, მხატვარი ყოველთვის ნაკლებად ჩანს და საქართველოში ბევრმა არ იცის საერთოდ, რა ფუნქცია აქვს მხატვარს.
დანტე ფერეტი (ნამუშევარი აქვს ფელინისთან, პაზოლინისთან, გაფორმებული აქვს ჰოლივუდის უამრავი გახმაურებული ფილმი, დღესაც მოღვაწეობს, დიდი კაცია

)
კენ ადამი ბონდიანა (იმ პერიოდში მართლა ახალი სიტყვა თქვა ამ კაცმა)
ჰენრი ბამსტედი (ჰიჩკოკის ფილმები და ბევრი სხვა)
ალან სტარსკი (პირადად ვიცნობ

) შინდლერის სია, დანტონი...
დენ ტავულარისი ნათლიმამა I, II, III. "appocalypse now" ზაბრისკი პოინტი..
რიჩარდ ზილბერტი - დიკ ტრეისი, კლუბი კოტონი, ვის ეშინია ვირჯინია ვულფის, კარლიტოს გზა..
შეგიძლიათ ინტერნეტში მათი ნამუშევრებიც მოიძიოთ, ესკიზები და სხვა. კინოს გარდაც, ძალიან მაგარი მხატვრები არიან.
მათი ფილმოგრაფიაც ნეტში უფრო ვრცლად იქნება, ვიდრე ჩემს პოსტში

ქართველები:
დიმიტრი თაყაიშვილი (კინოს მხატვრობის სახელოსნოს დამაარსებელი სამხატვრო აკადემიაში, მრავალი ქართული ფილმის მხატვარი)
ზურაბ მეძმარიაშვილი
გოგი მიქელაძე (მონანიება, ჰეი მაესტრო, ცხელი ზაფხულის სამი დღე და სხვა და სხვა.
გოგი ტატიშვილი (ლაქა, ღამის ცეკვა, თბილისი-თბილისი, გასეირნება ყარაბაღში, რუსული სამკუთხედი)
შეიძლება ვინმე გამომრჩა, ალბათ თქვენ უკეთ შეავსებთ

რაც მე დავწერე, დავწერე გამომდინარე ჩემი პროფესიიდან, ჰოდა საინტერესო იქნებოდა რო მსგავსი რამე იყოს ყველა სხვა კინოპროფესიაზეც

წარმატებებს გისურვებთ, კარგი საქმეა!!!
This post has been edited by GURANA on 17 Jan 2008, 09:33