თითმის ყველაფერი, რაც მას დაუწერია!
ერთსაც ისევ ამოვიწერთ და გასიამოვნებთ "შერეკილებიდან" ჩრუბის ნაწყვეტებით.
სცენა, სადაც "ქუთაის ქალაქში" გახურებული ჩხუბი მიდის "ორი გიჟის" ერთაოზის და ბიძია ბაბუას გამო.
"შვანგირაძემ ახეული ყური ჯიბეში შეინახა და გოგისვანიძეს თავი დაუშინა გატაცებით.
რაჭველები გუბერნატორის როიალით კედლებს ანგრევდნენ. ბურჯანაძე შუბლაძეს დამალ მაღალ კბილებს ერთ ზომაზე უყენებდა."
"გვერდებშემტვრეული მეწურბელე გაჩეჩილაძე ნათესავებმა გოდრით გაიყვანეს ბრძოლის ველიდან და დაბიჯებული თავის აღსადგენად ექიმ მინოვიჩთან გააქანეს, მაგრამ ერთმანეთში უსიამოვნების გამო ხიდიდან ჩაუვარდათ რიონის საიქიოში.
- მე ვიცი შენი წამალი! - უკივლა ციხის უფროსს კუთხეში გამომწყვდეულმა ექიმმა და სანიტარს უბრძანა: - ანტიძაღლინ!
განსწავლულმა სანიტარმა კეტი მიაწოდა ექიმს და ამ უკანასკნელმა მკლავის სიმსხო ანტიძაღლინუს წამწამსა და წამწამს შუა რეკა ხუტას ისე, რომ ბაღნარს ბოსტანსაც ვერ ეტყოდით.
გაჩეჩილაძე საიქიოდან ამოხტა და თავი ბურღივით შეუშვა ჩხუბში.
შაშიკო პალიკოს უფერადებდა სახეს მეჭეჭიანი კვახივით მუშტით, ფრთებდაპუტული არწივები ინდაურებივით დარბოდნენ ქუჩებში.
ბარე სამოცი კაცი ცხვირგატეხილი დარბოდა, მარგალიტას სახლიდან ტაშტებით აქცევდნენ სისხლს. "
"-გამოუშვით შმაგები! - ბოლოს წამს იყვირა ხუტას ქვეშ მოყოლილმა ფსიქიატრმა.
-ორსულები გაიყვანეთ! - მიხვდა ვიღაც ღვთისნიერი.
სულ რამდენიმე წუთში ნეო-ნერვო-კლინიკის მხრიდან. შმაგების ტოტალური რაზმი შემოიჭრა. მაშინ ქიმია არ იყო, ვაშლში ჭია ცხოვრობდა, რძე ქვაბიდან გადადიოდა, გიჟი გიჟობდა და შმაგი შმაგობდა. ბრძოლაში შმაგები ჩაებნენ. ერთმა, ყველაზე ჩქარა მდუღარემ, ხუტას ცხენს კბილებით ააგლიჯა ნალები................................"
This post has been edited by წრაწიკიჩი on 13 Jan 2008, 02:16