RED-KIჩემო კარგო, ძალიან იშვიათად მე რომ ასეთი რადიკალური ვიყო შეფასებაში, მაგრამ ფილმი ნამდვილად არ ვარგა, ნუ ჩემი აზრით.
1. არის აშკარა სნობური ზახოდები, რომელიც თანამედროვე რუსული კინოს დამახასიათებელი ნიშანია: ყურში ბლუთუს გარჭობილი რომ დადის ნადიას საქმრო, რაში ჭირდება ბლუთუსი მობილურით სალაპარაკოდ მანქანის გარდა და კიდევ აუცილებლად S კლასის მერსედესით უნდა დაგრიალებდეს, რომ მის წარმატებულ ბიზნესს გაესვას ხაზი.
2. არასწორეად შერჩეული როლები: ჟენიას შვილის კოსტიას როლში არ უნდა აეყვანათ ალექსანდრე ხაბენსკი, რომელიც სცენარის თუ როლის შემსრულებლის ბრალია არ ვიცი, მაგრამ საკმაოდ მოსაწყენი ტიპია, ასევე ცუდათ თამაშობს მთვრალის როლს, ყალბია, ხან უცბად ,,ფხიზლდება', როცა ნადიას დედა შემოდის, ეს ფართუკს იკეთებს და რაღაცას სთავაზობს მას... მერე ისევ ,,მთვრალია"...
მის მაგივრად უნდა ეთამაშა სერგეი ბეზრუკოვს, რომელიც ნადიას საქმროს როლს თამაშობს, ანუ როლები უნდა გაეცვალათ! სერგეი ბერზუკოვი ჩემი საყვარელი მსახიობია, არის ,,დუშა ობშესტვა", მხიარული, მომხიბვლელი, კაი ტიპი, ზუსტად ისეთი, ამ ფილმის პირველ ვარიანტში მიაგკოვი რომ თამაშობს. ვერცერთ მიზეზს ვერ დამისახელებ, რატომ უნდა დავიჯერო, რომ ნადიას უნდა შეყვარებოდა ეს სრულიად მოსაწყენი ტიპი კოსწია და რატომ უნდა გაეცვალა ის თავის მომხიბვლელ, ყურადღებიან საქმროში. არანაირი დამაჯერებლობა აქ არაა! სრული სიყალბე! არადა რა თანმიმდევრულად და მაღალოსტატურად გვაჯერებს 1 ღამეში შეყვარებას რიაზანოვი!
3.ფილმში უამრავი მთვრალი ტიპი დაბოდიალობს, რომელიც გამაღიზიანებელია და არავითარი მნიშვნელოვანი დატვირთვა არა აქვს, გარდა იმისა, რომ ,,ახალი წელია და ყველა ვილეშებით".
4.სრულიად არაადეკვატური საუნდტრეკი, მელოდრამისთვის არადამახასიათებელი.
5.ნადია სიყვარულის ასეთი უცაბედი ცვლილება მეძავის მოქმედებას უფრო გავს, ვისთვისაც სულ ერთია, ოღონდ ბიჭი ესიმპატიუროს, არსად ჩანს მისი სასიყვარულო განცდები არცერთის ( საქმრო და კოსწია) მიმართ! არადა ძალიან ლამაზია ამ როლის შემსრულებელი ელიზავეტა ბაიარსკაია.
6.უარყოფილ საქმროს გახსნილი შამპანური უკან მიაქვს, აქ ეტყობა რეჟისორმა ჩაიფიქრა, რომ აღარ შეგვეცოდოს

ამ დროს თვითონად არ წუხს ძალიან ( მაყურებელიც შეიცოდეს რომ არ ძალიან არ გვენაღვლა მის ,,ტრაგედიაზე"). მერე ეს ,,ჟმოტი", შამპანური რომ უკან მიაქვს, თავის ბლუტუსს ერთ ბავშვს ჩუქნის, ანუ 2 ურთიერთგამომრიცხავი (ძუნწი-კეთილი) თვისების გამოვლინება ყოველგვარ აზრსმოკლებული ქვეტექსტის გარეშე...
7.ძალიან ბანალური და იაფასიანი მელოდრამული ზახოდია უფროსი ჟენიას და ნადიას შეხვედრა, ის რომ სიყვარულს თურმე წარსული არ აქვს მათი ურთიერთობიდან თუ თამაშიდან არ ჩანს, არადამაჯერებელია...
მოკლედ კიდევ ბევრს დავწერდი, მარა დავიღალე მართალი გითხრა, თანაც არ ღირს ჩემი ამხელა ყურადღება ამ ფილმის მიმართ
მხოლოდ შენი ხათრით დავიხარჯე
This post has been edited by fiesta_eterna on 27 Dec 2007, 01:36