ვნახე ფილმი
მაგარი რამეა,მაგრად მომეწონა
ცვეტში გამოხატავს პერიოდს,პერიოდის დუხს
დასაწყისი მაგარია,თითქმის ისეთივე როგორც "ჩემი თვითფრინავის"
მგონი ეგრეა ლექსი
არა მეგობარო,აქ უარესია
აქ გაიფანტება იმედი, ნიჭი
აქ ქრება ოცნება, ოცნება მესია
ღვინით და თუთუნით სიმშვიდეს ვიმკით
არა მეგობარო,არა ღირს ცხოვრება
არა ღირს ცხოვრება,რომც იყო ქრისტე
არა ღირს ნუგეში,თუ ყულფის მოვლება
არა ღირს
არა ღირს, რა გითხრა კიდე
არა მეგობარო,არა ღირს ღიმილი
მე ვიცი ღიმილსაც დაახრჩობს ბოღმა
არა ღირს იცხოვრო ღმერთივით
ვირივით
არა ღირს იცხოვრო, ფხიზელმა,ლოთმა
არა მეგობარო, არა ღირს სიმშვიდე
არა ღირს იყვარო გაჩუმდე მორცხვად
არა ღირს სიყვარულს,სიხარულს იმკიდე
ტალახში გასვრიან სიწრფელეს როცა
არსებობს წამება,წამების სიჩქარით
შენს ხსოვნას ვაჩუქე ერთ-ერთი წამი
ტკივილით,უაზროდ რაღაც გითხარი
უშენოდ თოვლიან-ყინვიან ღამით
არა მეგობარო, აქ აღარ დაბრუნდე
აქ გაგეფანტება ოცნების ნიჭი
ოცნება დაალპეს,წაბილწეს ,გაგუდეს
ცრემლსაც კი დაკარგავ ლამაზი ბიჭი
ტყუილად არ ვეძებდი ამ ფილმს ამდენი ხანი,მაგარი რამეა
ჩემი თვითმფრინავი