
ალფრედო ჯეიმს პაჩინო დაიბადა 1940 წლის 25 აპრილს ნიუ იორკ სითიში.როცა ალ პაჩინო ორი წლის იყო,მისი მშობლები როზი და ალფრედ პაჩინო გაეყარნენ ერთმანეთს.დედამისი გადავიდა საცხოვრებლად მის მშობლებთან, ქეით და ჯეიმს ჯერარდებთან სამხრეთ ბრონქსში. ხოლო მამამისმა დაიწყო მუშაობა კალიფორნიაში. იგი მუშაობდა გამყიდველად და ქონდა თავის რესტორანი სახელად ”Pacino's Lounge”, რომელიც დაიხურა 1992 წელს. 1960-იან წლებში. ალ პაჩინო სწავლობდა ლი სტრასბერგის ხელმძღვანელობით. მან აღმოაჩინა რომ ალ პაჩინო მსახიობობის ნიჭით იყო დაჯილდოებული.1971 წელს, ფილმში პანიკა ნილდ-პარკში (The Panic in Needle Park), ალ პაჩინომ ითამაშა ნარკომანის როლი. მან ამ როლით ფრანცის ფორდ კოპოლას ყურადღება მიიქცია. მისი რეპუტაციის გაზრდა დაიწყო 1972 წლიდან, როდესაც ითამაშა მაიკლ კორლეონეს როლი, მაფიოზურ ფილმ ნათლიმამაში. ასევე წარმატებები მოუტანა მას 1973 წლის ფილმა სერფიკომ (Serpico), სადაც მთავარი როლი მას ეკუთვნოდა. 1974 წელს, ალ პაჩინო უბრუნდება მაიკლ კორლეონეს როლს ნათიმამა II-ში (The Godfather: Part II). 1974-75 წლებში, მან ითამაშა ფილმებში: Dog Day Afternoon და Bobby Deerfield და მიიღო ოქროს გლობუსი. 1970-იან წლებში მან მიიღო ოთხი ოსკარის ნომინაცია ”საუკეთესო შესრულება” ფილმებისთვის სერფიკო, ნათლიმამა III, Dog Day Afternoon და ...და სამართლიანობა ყველასთვის (...And Justice for All). ალ პაჩინო აგრძელებს თავის წარმატებულ კარიერას. მან მოიგო ტონის დაჯილდოება ფილმისთვის რიჩარდ III (Richard III).
მისი კარიერა მკვეთრად დაეცა 1980-იან წლებში. მისი გამოჩენა ფილმებში ზღვით მგზავრობა (Cruising) და ავტორი! ავტორი! (Author! Author!), საკამათო იყო მარა საბოლოოდ მაინც მას დარჩა მთავარი როლი ამ ორ ფილმში. მიუხედავათ ამისა, 1983 წელს, ბრაიან დეპალმას ფილმში ნაიარევი სახე (Scarface), ალ პაჩინომ ითამაშა ტონი მონტანას როლი, რითაც გააოცა მაყურებლები და დაამტკიცა თავის შესაძლებლობები. ალ პაჩინომ შემდეგ მიიღო ოქროს გლობუსის ნომინაცია ”საუკეთესო შესრულება”, ფილმისთვის ნაიარევი სახე.
ალ პაჩინომ მიიღო ოსკარი ფილმისთვის დიკ ტრეისი (Dick Tracy). 1991 წელს იგი გამოჩნდა ახალ ფილმში ფრენკი და ჯონი (Frankie and Johnny). რითაც მიიღო ოსკარის ნომინაცია ”საუკეთესო მსახიობი”. 1992 წელს ალ პაჩინომ ითამაშა ლეიტენანტ პოლკოვნიკ ფრენკ სლეიდის როლი ფილმში ქალის სურნელი (Scent of a Woman). მან ასევე ითამაშა მთავარი როლი ფილმებში: კარლიტოს გზა (Carlito's Way) (1993), დონი ბრასკო (Donnie Brasco) (1997), ჩვენიანი (The Insider) (1999) და უძილობა (Insomnia) (2002)
ალ პაჩინო დაბრუნდა მაიკლ კორლეონის როლში ოღონდ უკვე თამაშში The Godfather: The Game. ასევე ალ პაჩინო გვხვდება თამაშში Scarface: The World is Yours. პაჩინომ ნება დართო Electronic Arts-ს, რომ გამოეყენებინათ მისი ტიპაჟი, მაგრამ ხმა არ უნდა ყოფილიყო მიმსგავსებული. 2004 წელს მაიკლ რედფოლდის ფილმში ვენეციის ვაჭარი (The Merchant of Venice), ალ პაჩინომ ითამაშა შილოკის როლი. ალ პაჩინო გვხვდება ასევე 2007 წელს გამოსულ ფილმ ოუშენის ცამეტ მეგობარში (Ocean's Thirteen), სადაც მან ითამაშა ვილი ბენკის როლი.
ერთხელ მან თქვა: ”მე მსახიობობისთვის გავჩნდი”.
თამაშს იმდენი დრო დაუთმო, რომ ცხოვრებას ადგილი აღარ დაუტოვა.
2001 წლის იანვარში, ლოს-ანჟელესის ერთ-ერთ კლინიკაში ორმოცდაექვსი წლის მსახიობი ბევერლი და ანჯელო პირველად გახდა დედა. ფეხმძიმობის პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას პრესა გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს. ტყუპების - ოლივოს და ანტონის ბედნიერი მამა ალ პაჩინოა. პრესაში პოპულარური გახდა სათაური: ”ნათლიმამა სამოცი წლის ასაკში მამა გახდა”. რატონ ასე სოლიდურ ასაკში? ალ პაჩინო ამბობს: ”არც ერთ ქალთან მიგრძვნია თავი ასე კომფორტულად. სხვებს არ ესმოდათ, რომ განმარტოება ჩემთვის აუცილებელია. ბევერლი ცოტაოდენ თავისუფლებას მიტოვებს...”
ისინი ცოლ-ქმარი არ არიან. პაჩინო არასოდეს დაქორწინებულა - ”ორჯერ კინაღამ შევცდი, მაგრამ ქორწინების არ მჯერა”.
დრამატურგიის პედაგოგ შანა ტარანთამ ხანმოკლე რომანის შემდეგ პაჩინოს პირველი ქალიშვილი შეეძინა. ცამეტი წლის ჟელი-მარიასთან იმ დროის დიდ ნაწილს ატარებდა.
ერთხელ დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ პაჩინოს ასაკი არა აქვს. სამოცდაათი წელი სოლიდური ასაკია და სწორედ ახლა დაიწყო წელიწადში სამ-ოთხ ფილმში თამაში. პაჩინოს საკუთარი უცნაური ცხოვრებისეული ციკლები აქვს. კინოში ოცდაათი წლის მოვიდა და ათ წელიწადში ყველაფერი მოასწრო, რაზეც კი ოცნება შეიძლება. მეექვსე ათწლეულის შემდეგ პირველად იგრძნო, რომ რაღაცას მიაღწია, გათავისუფლდა. ”გადაღებისას მოლოდინში მყოფს როლი უკვე აღარ მტანჯავს. ათ წუთში შემიძლია როლში შევიდე.”
სიდნეი ლუმეტმა ალ პაჩინოს მსახიობის ”ემოციური გაშიშვლების” ინსტრუმენტი უწოდა. თავად მსახიობი კი თვლის, რომ დროთა განმავლობაში ”ემოციონალური ათლეტი” ხდება. ჰოდა, ასაკთან ერთად ”ათლეტი” უფრო გაძლიერდა და როგორც იქნა, დაძლია მორიდებულობა. მის პრემიერაზე ”ნათლიმამას” ნახვაც არ შეეძლო. მხოლოდ ოცდახუთი წლის შემდეგ, საიუბილეო ჩვენებაზე უყურა საკუთარ თავს. სარკეში ცქერას ვერასოდეს იტანდა. ერთ დროს ეშინოდა, რომ საკუთარი გვარი კინოკარიერისთვის არ ივარგებდა და სონი სკოტის ფსევდონიმის აღება დააპირა.
თამაში ძალიან პატარამ დაიწყო. ბრონქსში მცხოვრები იტალიელი ემიგრანტების ძალიან დიდ ოჯახში. უამრავი ბიძებისა და დეიდების, გამზრდელი ბებიისა და ბაბუას გარემოცვაში მაინც მარტოსული იყო. პატარა, დედასთან ერთად ხშირად დადიოდა კინოში. შემდეგ კი ნანახი ფილმებიდან როლებს ანსახიერებდა დაყრუებული დეიდის და ბებია-ბაბუას წინაშე. სკოლაში ცუდად სწავლობდა, სამაგიეროდ ბევრს კითხულობდა. პაჩინომ სპექტაკლი პირველად თოთხმეტი წლისამ ნახა. ბრონქსის ერთ-ერთ კვარტალში პატარა დასი ჩეხოვის ”თოლიას” თამაშობდა. ცოტა ხნის შემდეგ ახალგაზრდა ბიჭი, მეტსახელად ”არტისტი”დრამატული ხელოვნების სასწავლებლის მსმენელი გახდა. თეატრი მის ცხოვრებაში ყველაზე დიდ სიყვარულად დარჩა. აკეთებდა ყველაფერს - მუშაობდა ოფიციანტად, კინოთეატრის მოლარედ, თამაშობდა შექსპირის თითქმის ყველა პერსონაჟს...პირველად კინოროლი შეასრულა ფილმში ”პანიკა ნილდ-პარკში”. ფილმმა წარმატება მოიპოვა და სწორედ მაშინ შეამჩნია პაჩინო რეჟისორმა ფრენცის ფორდ კოპოლამ. მან უდიდესი სკანდალის შემდეგ დაარწმუნა პროდიუსერები და ალ პაჩინო ”ნათლიმამაში” მაიკლ კორლეონეს როლზე დაამტკიცეს. მისი ცხოვრება ერთხელ და სამუდამოდ შეიცვალა. პაჩინო მილიონერი გახდა, მაგრამ მოულოდნელი პოპულარობით გამოწვეული სტრესი იმდენად დიდი იყო, რომ სასმელს მიეტანა. გაურბოდა ჟურნალისტებს, ცნობისმოყვარეებისაგან დასამალად რესტორანში განცალკევებით მაგიდას ეძებდა. ბოლოს ”ანონიბული ალკოჰოლიკების” კლუბში აღმოჩნდა და მიხვდა, რომ ცხოვრების საღად აღქმა მისთვის უკვე სასიამოვნო გახდა.
”ჩემი მელანქოლიური სახე მაიკლ კორლეონესგან წარმოიშვა. ნიუ-იორკის ქუჩებში ხშირად მაიკლს მეძახიან. ზოგჯერ თავად მგონია, რომ სწორედ ისა ვარ”.
რიჩარდ მესამეს როლის მოსამზადებლად პაჩინო სახლში ხელოვნურ კუზს იკეთებდა; ”ნაიარევ სახეზე” მუშაობის დროს კუბური აქცენტით ლაპარაკობდა; უსინათლო პოლკოვნიკის თამაში ისეთი ძნელი იყო, რომ ლამის მართლა დაბრმავდა. ”როცა ვთამაშოვ, მთელი ჩემი ცხოვრება პერსონაჟზეა კონცენტრირებული. მას უნდა დაუთმო მთელი დრო, უნდა გაინტერესებდეს მისი პრობლემები, მისწრაფებები...”.
მეშვიდე ათწლეულში გადაბიჯების შემდეგ ალ პაჩინო დროის ტყუილად ხარჯვას ერიდება. ”ადრე როლებს ზედმიწევნით ვარჩევდი. ახლა დრო ბევრი აღარ მაქვს”.
თავის დროზე პაჩინომ უამრავ სცენაზე თქვა უარი: ”კრამერი კრამერის წინააღმდეგ”, ”ვარსკვლავების ომები”, ლამაზმანი”, კლუბი კოტონი”, ”რემბო”, ”ტრაფიკი”... და სწორედაც მოიქცა. - წარმოუდგენელია, მაგალითად პაჩინო-რემბო. სამაგიეროდ, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მის მაგივრად ”კარლიტოს გზაში”, ”ეშმაკის ადვოკატში”, ”ნათლიმამაში”, ”ცხელ შუადღეში” თუ ”ქალის სურნელში”?
ალ პაჩინო ძალიან ბევრს მუშაობს ”ცხოვრების მეორე ნახევარში ხვდები, რომ გვირაბში უკანდასაბრუნებელი ბილეთის გარეშე მიქრიხარ. შორს ის მთა მოსჩანს, სადაც შენი უკანასკნელი გაჩერებაა. მაგრამ სანამ იქ მივსულვარ, მინდა იმის კეთება გავაგრძელო, რასაც ვაკეთებ”. ჰოლივუდის პარტრიარქი ისევ კინოზე ოცნებობს - ოცნებობს ითამაშოს სკორსეზესთან და უკვე აღარ ოცნებობს ჰამლეტზე (”მესმის, რომ ეს როლი აღარ შემეფერება, მაგრამ შემოთავაზება მაინც შეეძლოთ.”). მისი ცხოვრების ახალი ფაზა, ასაკი რომ არა, ძალიან გავს შესაშურ ახალგაზრდობას. ალ პაჩინომ ჟანრის ყველა კანონი დაარღვია - ”არასწორედ დაბერდა”. როცა ”უძილობაში” იღებდნენ და ჭაღარად აქციეს, საღებავმა თმა გაუხუნა. ალ პაჩინო წინააღმდეგი არ იყო.
ფილმოგრაფია:
1969 -Me, Natalie - ტონი - დებიუტი
1971 -The Panic in Needle Park - ბობი
1972 -ნათლიმამა - მაიკლ კორლეონე - შემოსავალი: $35,000
1973 -Scarecrow - ფრენცის ლიონელ 'ლიონ' დელბუჩი
სერფიკო - ფრანკ სერფიკო - შემოსავალი: $15,000
1974 -ნათლიმამა II - მაიკლ კორლეონე - შემოსავალი: $500,000+10% მოგება
1975 -Dog Day Afternoon - სანი
1977 -Bobby Deerfield - ბობი დირფილდი
1979 -…And Justice for All - არტურ კირკლენდი
1980 -Cruising - სტივ ბურნსი
1982 -ავტორი, ავტორი - ივან ტრავალიანი
1983 -შრამიანი სახე - ტონი მონტანა
1985 -Revolution - ტომ დობი
1989 -სიყვარულის ზღვა - ფრენკ კელერი
1990 -The Local Stigmatic - გრაჰამი - გადაღებულია 1985 წელს
დიკ ტრეისი - დიდი ბიჭი კარპისი - შემოსავალი: $4,500,000
ნათლიმამა III - მაიკლ კორლეონე - შემოსავალი: $5,000,000
1991 -Frankie and Johnny - ჯონი
1992 -ქალის სურნელი - ფრენკ სლეიდი
Glengarry Glen Ross - რიკი რომა
1993 -კარლიტოს გზა - კარლიტო ”ჩარლი” ბრიგანტე
1995 -შერკინება - ვინჩენტ ჰანა
Two Bits - ჯიტანო საბატონი
1996 -Looking for Richard - დირექტორი
City Hall - ჯონ პაპასი
1997 -The Devil's Advocate - ჯონ მილტონი
Donnie Brasco - ბენჟამინ რუჯიერო
1999 -Any Given Sunday - ტონი დ’ამატო
The Insider - ლოველ ბერგმენი
2000 -Chinese Coffee - ჰერი ლევინი - ასევე რეჟისორი; გადაღებულია 1997 წელს
2002 -S1m0ne - ვიკტორ ტარანსკი - შემოსავალი: $11,000,000
Insomnia - ვილ დორმერი
People I Know - ელი ვურმენი
2003 -The Recruit - ვოლტერ ვურკი
Angels in America - როი კონი
Gigli - სტარკმენი
2004 -The Merchant of Venice - შილოკი
2005 -Two for the Money - ვოლტერ აბრამსი
2007 -88 Minutes - ჯეკ გრამი
Ocean's Thirteen - ვილი ბენკი
2008 -მკვლელობის უფლება - დეტექტივი დევიდ ფისკი - ასევე პროდიუსერი
2009 -Dali & I: The Surreal Story - სალვადორ დალი - ასევე პროდიუსერი
ჯილდოები და ნომინაციები
ოსკარი
* ნომინაცია: საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი,-ნათლიმამა (1972)
* ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი,- სერფიკო (1973)
* ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი,- ნათლიმამა II (1974)
* ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი,- Dog Day Afternoon (1975)
* ნომინაცია საუკეთესო მსახიობი, -...And Justice for All (1979)
* ნომინაცია: საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი, -დიკ ტრეისი (1990)
* ნომინაცია: საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი, -Glengarry Glen Ross (1992)
* ლაურეატი: საუკეთესო მსახიობი-ქალის სურნელი (1992)
BAFTA
* ნომინაცია: საუკეთესო ახალბედა,- ნათლიმამა (1973)
* ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, -სერფიკო (1975)
* ლაურეატი: საუკეთესო მსახიობი, -ნათლიმამა II (1974)
* ლაურეატი: საუკეთესო მსახიობი, -Dog Day Afternoon (1976)
* ნომინაცია: საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი,- დიკ ტრეისი (1991)
ემი
* მოგება: გამოჩენილი ლიდერი მსახიობი მინისერიალში ან ფილმში, Angels in America (2004)
ოქროს გლობუსი
* ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი,- ნათლიმამა (1973)
* ლაურეატი: საუკეთესო მსახიობი,- სერფიკო (1974)
* ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, -ნათლიმამა II (1975)
* ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, -Dog Day Afternoon (1976)
* ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, -Bobby Deerfield (1978)
* ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი,- ...And Justice for All (1980)
* ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი,- ავტორი! ავტორი (1983)
* ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, -ნაიარევი სახე (1984)
* ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი,- Sea of Love (1990)
* ნომინაცია: საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი, -დიკ ტრეისი (1991)
* ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, -ნათლიმამა III (1991)
* ნომინაცია: საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი,- Glengarry Glen Ross (1993)
* ლაურეატი: საუკეთესო მსახიობი, -ქალის სურნელი (1993)
* ლაურეატი: საუკეთესო მსახიობი მინი სერიალში ტელევიზიისთვის,- Angels in America (2004)