ალ პაჩინო
დაიბადა 1940 წლის 25 აპრილს აშშ, ქალაქ ნიუ იორკში. ალ პაჩინოს მშობლები, როზი და ალფრედ პაჩინო გაეყარნენ ერთმანეთს, როდესაც ალ პაჩინო 2 წლის იყო. დედამისი გადავიდა საცხოვრებლად მის მშობლებთან, ქეით და ჯეიმს ჯერარდებთან სამხრეთ ბრონქსში. ხოლო მამამისმა დაიწყო მუშაობა კალიფორნიაში. იგი მუშაობდა გამყიდველად და ქონდა თავის რესტორანი სახელად ”Pacino's Lounge”, რომელიც დაიხურა 1992 წელს. 1960-იან წლებში. ალ პაჩინო სწავლობდა ლი სტრასბერგის ხელმძღვანელობით. მან აღმოაჩინა რომ ალ პაჩინო მსახიობობის ნიჭით იყო დაჯილდოებული.
1971 წელს, ფილმში პანიკა ნილდ-პარკში (The Panic in Needle Park), ალ პაჩინომ ითამაშა ნარკომანის როლი. მან ამ როლით ფრანცის ფორდ კოპოლას ყურადღება მიიქცია. მისი რეპუტაციის გაზრდა დაიწყო 1972 წლიდან, როდესაც ითამაშა მაიკლ კორლეონეს როლი, მაფიოზურ ფილმ ნათლიმამაში. ასევე წარმატებები მოუტანა მას 1973 წლის ფილმა სერფიკომ (Serpico), სადაც მთავარი როლი მას ეკუთვნოდა. 1974 წელს, ალ პაჩინო უბრუნდება მაიკლ კორლეონეს როლს ნათიმამა II-ში (The Godfather: Part II). 1974-75 წლებში, მან ითამაშა ფილმებში: Dog Day Afternoon და Bobby Deerfield და მიიღო ოქროს გლობუსი. 1970-იან წლებში მან მიიღო ოთხი ოსკარის ნომინაცია ”საუკეთესო შესრულება” ფილმებისთვის სერფიკო, ნათლიმამა III, Dog Day Afternoon და ...და სამართლიანობა ყველასთვის (...And Justice for All). ალ პაჩინო აგრძელებს თავის წარმატებულ კარიერას. მან მოიგო ტონის დაჯილდოება ფილმისთვის რიჩარდ III (Richard III).
მისი კარიერა მკვეთრად დაეცა 1980-იან წლებში. მისი გამოჩენა ფილმებში ზღვით მგზავრობა (Cruising) და ავტორი! ავტორი! (Author! Author!), საკამათო იყო მარა საბოლოოდ მაინც მას დარჩა მთავარი როლი ამ ორ ფილმში. მიუხედავათ ამისა, 1983 წელს, ბრაიან დეპალმას ფილმში ნაიარევი სახე (Scarface), ალ პაჩინომ ითამაშა ტონი მონტანას როლი, რითაც გააოცა მაყურებლები და დაამტკიცა თავის შესაძლებლობები. ალ პაჩინომ შემდეგ მიიღო ოქროს გლობუსის ნომინაცია ”საუკეთესო შესრულება”, ფილმისთვის ნაიარევი სახე.
ალ პაჩინომ მიიღო ოსკარი ფილმისთვის დიკ ტრეისი (Dick Tracy). 1991 წელს იგი გამოჩნდა ახალ ფილმში ფრენკი და ჯონი (Frankie and Johnny). რითაც მიიღო ოსკარის ნომინაცია ”საუკეთესო მსახიობი”. 1992 წელს ალ პაჩინომ ითამაშა ლეიტენანტ პოლკოვნიკ ფრენკ სლეიდის როლი ფილმში ქალის სურნელი (Scent of a Woman). მან ასევე ითამაშა მთავარი როლი ფილმებში: კარლიტოს გზა (Carlito's Way) (1993), დონი ბრასკო (Donnie Brasco) (1997), ჩვენიანი (The Insider) (1999) და უძილობა (Insomnia) (2002)
ალ პაჩინო დაბრუნდა მაიკლ კორლეონის როლში ოღონდ უკვე თამაშში The Godfather: The Game. ასევე ალ პაჩინო გვხვდება თამაშში Scarface: The World is Yours. პაჩინომ ნება დართო Electronic Arts-ს, რომ გამოეყენებინათ მისი ტიპაჟი, მაგრამ ხმა არ უნდა ყოფილიყო მიმსგავსებული. 2004 წელს მაიკლ რედფოლდის ფილმში ვენეციის ვაჭარი (The Merchant of Venice), ალ პაჩინომ ითამაშა შილოკის როლი. ალ პაჩინო გვხვდება ასევე 2007 წელს გამოსულ ფილმ ოუშენის ცამეტ მეგობარში (Ocean's Thirteen), სადაც მან ითამაშა ვილი ბენკის როლი.
2001 წლის იანვარში, ალ პაჩინო ტყუპების - ოლივოს და ანტონის მამა გახდა. ისინი ცოლ-ქმარი არ არიან. პაჩინო არასოდეს დაქორწინებულა - ”ორჯერ კინაღამ შევცდი, მაგრამ ქორწინების არ მჯერა”.
დრამატურგიის პედაგოგ შანა ტარანთამ ხანმოკლე რომანის შემდეგ პაჩინოს პირველი ქალიშვილი შეეძინა. ცამეტი წლის ჟელი-მარიასთან იმ დროის დიდ ნაწილს ატარებდა.
ერთხელ დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ პაჩინოს ასაკი არა აქვს. სამოცდაათი წელი სოლიდური ასაკია და სწორედ ახლა დაიწყო წელიწადში სამ-ოთხ ფილმში თამაში. პაჩინოს საკუთარი უცნაური ცხოვრებისეული ციკლები აქვს. კინოში ოცდაათი წლის მოვიდა და ათ წელიწადში ყველაფერი მოასწრო, რაზეც კი ოცნება შეიძლება. მეექვსე ათწლეულის შემდეგ პირველად იგრძნო, რომ რაღაცას მიაღწია, გათავისუფლდა. ”გადაღებისას მოლოდინში მყოფს როლი უკვე აღარ მტანჯავს. ათ წუთში შემიძლია როლში შევიდე.”
სიდნეი ლუმეტმა ალ პაჩინოს მსახიობის ”ემოციური გაშიშვლების” ინსტრუმენტი უწოდა. თავად მსახიობი კი თვლის, რომ დროთა განმავლობაში ”ემოციონალური ათლეტი” ხდება. ჰოდა, ასაკთან ერთად ”ათლეტი” უფრო გაძლიერდა და როგორც იქნა, დაძლია მორიდებულობა. მის პრემიერაზე ”ნათლიმამას” ნახვაც არ შეეძლო. მხოლოდ ოცდახუთი წლის შემდეგ, საიუბილეო ჩვენებაზე უყურა საკუთარ თავს. სარკეში ცქერას ვერასოდეს იტანდა. ერთ დროს ეშინოდა, რომ საკუთარი გვარი კინოკარიერისთვის არ ივარგებდა და სონი სკოტის ფსევდონიმის აღება დააპირა.
თამაში ძალიან პატარამ დაიწყო. ბრონქსში მცხოვრები იტალიელი ემიგრანტების ძალიან დიდ ოჯახში. უამრავი ბიძებისა და დეიდების, გამზრდელი ბებიისა და ბაბუას გარემოცვაში მაინც მარტოსული იყო. პატარა, დედასთან ერთად ხშირად დადიოდა კინოში. შემდეგ კი ნანახი ფილმებიდან როლებს ანსახიერებდა დაყრუებული დეიდის და ბებია-ბაბუას წინაშე. სკოლაში ცუდად სწავლობდა, სამაგიეროდ ბევრს კითხულობდა. პაჩინომ სპექტაკლი პირველად თოთხმეტი წლისამ ნახა. ბრონქსის ერთ-ერთ კვარტალში პატარა დასი ჩეხოვის ”თოლიას” თამაშობდა. ცოტა ხნის შემდეგ ახალგაზრდა ბიჭი, მეტსახელად ”არტისტი”დრამატული ხელოვნების სასწავლებლის მსმენელი გახდა. თეატრი მის ცხოვრებაში ყველაზე დიდ სიყვარულად დარჩა. აკეთებდა ყველაფერს - მუშაობდა ოფიციანტად, კინოთეატრის მოლარედ, თამაშობდა შექსპირის თითქმის ყველა პერსონაჟს...პირველად კინოროლი შეასრულა ფილმში ”პანიკა ნილდ-პარკში”. ფილმმა წარმატება მოიპოვა და სწორედ მაშინ შეამჩნია პაჩინო რეჟისორმა ფრენცის ფორდ კოპოლამ. მან უდიდესი სკანდალის შემდეგ დაარწმუნა პროდიუსერები და ალ პაჩინო ”ნათლიმამაში” მაიკლ კორლეონეს როლზე დაამტკიცეს. მისი ცხოვრება ერთხელ და სამუდამოდ შეიცვალა. პაჩინო მილიონერი გახდა, მაგრამ მოულოდნელი პოპულარობით გამოწვეული სტრესი იმდენად დიდი იყო, რომ სასმელს მიეტანა. გაურბოდა ჟურნალისტებს, ცნობისმოყვარეებისაგან დასამალად რესტორანში განცალკევებით მაგიდას ეძებდა. ბოლოს ”ანონიბული ალკოჰოლიკების” კლუბში აღმოჩნდა და მიხვდა, რომ ცხოვრების საღად აღქმა მისთვის უკვე სასიამოვნო გახდა.
”ჩემი მელანქოლიური სახე მაიკლ კორლეონესგან წარმოიშვა. ნიუ-იორკის ქუჩებში ხშირად მაიკლს მეძახიან. ზოგჯერ თავად მგონია, რომ სწორედ ისა ვარ”.
რიჩარდ მესამეს როლის მოსამზადებლად პაჩინო სახლში ხელოვნურ კუზს იკეთებდა; ”ნაიარევ სახეზე” მუშაობის დროს კუბური აქცენტით ლაპარაკობდა; უსინათლო პოლკოვნიკის თამაში ისეთი ძნელი იყო, რომ ლამის მართლა დაბრმავდა. ”როცა ვთამაშოვ, მთელი ჩემი ცხოვრება პერსონაჟზეა კონცენტრირებული. მას უნდა დაუთმო მთელი დრო, უნდა გაინტერესებდეს მისი პრობლემები, მისწრაფებები...”.
მეშვიდე ათწლეულში გადაბიჯების შემდეგ ალ პაჩინო დროის ტყუილად ხარჯვას ერიდება. ”ადრე როლებს ზედმიწევნით ვარჩევდი. ახლა დრო ბევრი აღარ მაქვს”.
ლეიტენანტ პოლკოვნიკ ფრენკ სლეიდის როლი ლეგენდარულ ფილმში ”ქალის სურნელი”თავის დროზე პაჩინომ უამრავ სცენაზე თქვა უარი: ”კრამერი კრამერის წინააღმდეგ”, ”ვარსკვლავების ომები”, ლამაზმანი”, კლუბი კოტონი”, ”რემბო”, ”ტრაფიკი”... და სწორედაც მოიქცა. - წარმოუდგენელია, მაგალითად პაჩინო-რემბო. სამაგიეროდ, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მის მაგივრად ”კარლიტოს გზაში”, ”ეშმაკის ადვოკატში”, ”ნათლიმამაში”, ”ცხელ შუადღეში” თუ ”ქალის სურნელში”?
ალ პაჩინო ძალიან ბევრს მუშაობს ”ცხოვრების მეორე ნახევარში ხვდები, რომ გვირაბში უკანდასაბრუნებელი ბილეთის გარეშე მიქრიხარ. შორს ის მთა მოსჩანს, სადაც შენი უკანასკნელი გაჩერებაა. მაგრამ სანამ იქ მივსულვარ, მინდა იმის კეთება გავაგრძელო, რასაც ვაკეთებ”. ჰოლივუდის პარტრიარქი ისევ კინოზე ოცნებობს - ოცნებობს ითამაშოს სკორსეზესთან და უკვე აღარ ოცნებობს ჰამლეტზე (”მესმის, რომ ეს როლი აღარ შემეფერება, მაგრამ შემოთავაზება მაინც შეეძლოთ.”). მისი ცხოვრების ახალი ფაზა, ასაკი რომ არა, ძალიან გავს შესაშურ ახალგაზრდობას. ალ პაჩინომ ჟანრის ყველა კანონი დაარღვია - ”არასწორედ დაბერდა”. როცა ”უძილობაში” იღებდნენ და ჭაღარად აქციეს, საღებავმა თმა გაუხუნა. ალ პაჩინო წინააღმდეგი არ იყო.
ჯილდოები:
Academy Awards
1992 – საუკეთესო მსახიობი მამაკაცი “ქალის სურნელი” (Scent of a Woman)
ნომინირებული იყო:
1972 – საუკეთესო მეორეხარისხოვანი მამაკაცი მსახიობი “ნათლიმამა” (The Godfather)
1973 – საუკეთესო მამაკაცი მსახიობი ”სერპიკო” (Serpico)
1975 – საუკეთესო მეორეხარისხოვანი მამაკაცი მსახიობი ”შუადღის პიკი” (Dog Day Afternoon)
1979 – საუკეთესო მამაკაცი მსახიობი ”მართლმსაჯულება ყველასათვის” (And Justice for All)
1990 – საუკეთესო მეორეხარისხოვანი მამაკაცი მსახიობი ”დიკ ტრეისი” (Dick Tracy)
1992 – საუკეთესო მეორეხარისხოვანი მამაკაცი მსახიობი ”ამერიკელები” (Glengarry Glen Ross)
Bafta
1974 – საუკეთესო მამაკაცი მსახიობი ”ნათლიმამა 2” (The Godfather: Part II)
1975 – საუკეთესო მამაკაცი მსახიობი ”შუადღის პიკი” (Dog Day Afternoon)
ნომინირებული იყო:
1972 – საუკეთესო ახალბედა ”ნათლიმამა ” (The Godfather)
1973 – საუკეთესო მამაკაცი მსახიობი ”სერპიკო” (Serpico )
1990 – საუკეთესო მეორეხარისხოვანი მამაკაცი მსახიობი ”დიკ ტრეისი” (Dick Tracy)
Emmy
Golden Globe Awards
1973 – მამაკაცი მსახიობი ”სერპიკო” (Serpico )
1992 – საუკეთესო მამაკაცი მსახიობი ”ქალის სურნელი” (Scent of a Woman)
საუკეთესო მამაკაცი მსახიობი მინი-სერიალში ტელევიზიისთვის
2003 საუკეთესო მამაკაცი მსახიობი მინი-სერიალში ” ანგელოზები ამერიკაში” Angels in America
ნომინირებული იყო:
1973 – საუკეთესო მამაკაცი მსახიობი ”სერპიკო” (Serpico )
1992 – საუკეთესო მამაკაცი მსახიობი ”ქალის სურნელი”(Scent of a Woman)
1972 – საუკეთესო მამაკაცი მსახიობი ”ნათლიმამა ”(The Godfather)
1974 – საუკეთესო მამაკაცი მსახიობი ”ნათლიმამა 2”(The Godfather: Part II)
1975 – საუკეთესო მამაკაცი მსახიობი ”შუადღის პიკი”(Dog Day Afternoon)
1977 – საუკეთესო მამაკაცი მსახიობი ”ბობი დირფილდი” (Bobby Deerfield)
1979 – საუკეთესო მამაკაცი მსახიობი ”მართლმსაჯულება ყველასათვის”(And Justice for All)
1982 – საუკეთესო მამაკაცი მსახიობი ”ავტორს სთხოვეთ!” (Author! Author!)
1983 – საუკეთესო მამაკაცი მსახიობი ”ნაიარევი სახე” (Scarface)
1989 – საუკეთესო მამაკაცი მსახიობი ”სიყვარულის ზღვა” (Sea of Love)
1990 – საუკეთესო მეორეხარისხოვანი მამაკაცი მსახიობი ”დიკ ტრეისი” (Dick Tracy)
1990 – საუკეთესო მამაკაცი მსახიობი ”ნათლიმამა 3” (The Godfather: Part III)
1992 – საუკეთესო მეორეხარისხოვანი მამაკაცი მსახიობი ”ამერიკელები(”Glengarry Glen) Ross
ფილმოგრაფია:
1969 - მე, ნატალი (Me, Natalie)
1971 - პანიკა ნიდლ პარკში (The Panic in Needle Park)
1972 - ნათლიმამა (The Godfather)
1973 - სერპიკო (Serpico)
1973 - საფრთხობელა (Scarecrow)
1974 - ნათლიმამა 2 (The Godfather: Part II)
1975 - შუადღის პიკი (Dog Day Afternoon)
1977 - ბობი დირფილდი (Bobby Deerfield)
1979 - მართლმსაჯულება ყველასათვის (And Justice for All)
1980 - მკვლელის ძიებაში (Cruising )
1982 - ავტორს სთხოვეთ! Author! Author!
1983 - ნაიარევი სახე (Scarface)
1985 - რევოლუცია (Revolution)
1989 - სიყვარულის ზღვა (Sea of Love)
1989 - დიკ ტრეისი (Dick Tracy)
1990 - ნათლიმამა 3 (The Godfather: Part III)
1991 – ფრენკი და ჯონი (Frankie and Johnny)
1992 - ამერიკელები (Glengarry Glen Ross)
1992 - ქალის სურნელი (Scent of a Woman)
1993 - კარლიტოს გზა (Carlito’s Way)
1995 - ორი დარტყმა (Two Bits)
1995 - შერკინება (Heat)
1996 - ქალაქის მერია (City Hall )
1996 - რიჩარდის ძიებაში (Looking for Richard)
1997 - დონი ბრასკო (Donnie Brasco)
1997 - ეშმაკის ადვოკატი (The Devil’s Advocate)
1999 - ყოველ კვირა დღეს (Any Given Sunday)
1999 - შინაური (The Insider)
2002 - უძილობა (Insomnia)
2002 - სიმონე (Simone)
2002 - საჭირო ხალხი (People I Know)
2003 - რეკრუტი (The Recruit)
2003 - ჯიგლი (Gigli)
2003 - ანგელოზები ამერიკაში (Angels in America)
2004 - ვენეციელი ვაჭარი (The Merchant of Venice)
2005 - თანხა ორისათვის (Two for the Money)
2006 – 88 წუთი (88 Minutes)
2007 - ოუშენის ცამეტი მეგობარი (Ocean’s Thirteen)
ეს თემა გადავათვალიერე და არც თუ ისე ბევრი ინფოა ალ პაჩინოზე,ხოდა ერთ ქართულ საიტზე მქონდა ნაანხი ალპოზე ტემა და დავდე აქაც რა,ვისაც დაგაინტერესებტ წაიკიტხეთ! თქვენი არ ვიცი მაგრამ ამ აკცს ძალიან დიდ პატივს ვცემ როგორც მსახიობს და ჩემი უსაყვარლესი მსახიობიც არის! არ დაბერდე ალპოოოო,( ეჰჰ არადა უკვე დაბერდა)

ისე ბოლოსკენ ერთი კაი სერიოზული ფილმი არ უნდა გადაიღონ მაგის მოაწილეობით ? მაგალითად ნიკოლსონი ხომ ყავს სკორცეზეს/ ხოდა ეხლა ალპოს დროა რა,მთავარია დენიროსნაირ უაზრო და მაგარ ცუდ კინოებში არ გადაიღონ მაგას ჯობაი სულ უარი ტქვას! არ ვიცი რატომ,მაგრამ მგონია რომ კიდევ გაიჩითება რამე უსერიოზულეს კინოში! სექტემბერში რომ გამოდის ალპოს და დენიროს კინო მე რაღაც მაგის დიდი იმედი არ მაქვს

ისე კი მაინც ერთი სული მაქვს თუ როდის ვუყურებ!!!
This post has been edited by ika-084 on 20 Jun 2008, 05:37