სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან გამიკვირდა ამ ფორუმზე ამ თემის ნახვა.
დენიელ რედკლიფი,რა თქმა უნდა, ჰარი პოტერით გახდა ცნობილი, და თუკი მის მსახიობურ შესაძლებლობებს არ გასცნობიხარ, რა თქმა უნდა ჰარი პოტერის პირველი ან მეორე სერიიდან გემახსოვრებათ პატარა, ცისფერთვალება ბიჭი.
დენიელ რედკლიფს უდიდეს პატივს ვცემ როგორც მსახიობს და საერთოდ თაყვანისმცემელი ვარ მისი რადგან მაგ ადამიანს ნიჭის გარდა (მსახიობური ნიჭიც საკმარისზე მეტად აქვს) , აქვს ყველაფერი რომ იყოს respected მსახიობიც და ადამიანიც და ვფიქრობ, ბევრს მიაღწრევს.
დეკემბრის ბიჭები არის ფილმის პირველი როლი, რაც მან შეასრულა ჰარი პოტერის შემდეგ, გადაღებები მიმდინარეობდა ავსტრალიაში სულ და მას პარტნიორობას უწევს ტერეზა ფალმერი,(რომელსაც ასევე მომავალს უწინასწარმეტყველებენ), დენიელს და მის 'ხალხს' უნდოდა რაიმე განსხვავებული მისთვის... ჰარი პოტერისგან.
მაგრამ ამ ფილმის მოლოდინი და სენსაცია ყველანაირად დაჩრდილა სპექტაკლმა Equus (ლათინურად: ცხენი), რადგან ეს სპექტაკლი იყო ძალიან სკანდალური. დენიელი განასახიერებდა ძალიან რთულად შესასრულებელ როლს, რომელის შესრულებაზეც შეიძლება 'დაფიქრდეს' ძალიან მაღალი დონის მსახიობი, და დაიმსახურა უმაღლესი დონის შეფასება.
სამწუხაროდ, ჩემი ძალიან დაკავებული, ძალიან ქაოტური ცხოვრების გამო, მე ვერ შევძელი ფილმის ყურება

იმედია,უახლოეს მომავალში შევძლებ.