MONTY
I R L Y M ! ! !

      
ჯგუფი: Members
წერილები: 18740
წევრი No.: 88005
რეგისტრ.: 2-April 09
|
#27526789 · 24 Sep 2011, 18:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
***
რაც მოხდა , მოხდა დასრულდა გული შუაზე გაიყო. ვინც მიყვარდა ან რაც მსურდა ყველა მორევმა წაიღო. რუსთაველის თეატრს მოვწყდი, როგორც ძუძუს პატარა, ამერიკა, იტალია, რა ვთქვა, სად არ მატარა. შოტლანდია, საბერძნეთი, ინგლისი და ვარშავა, თქვენი გია იმ ქვეყნებში, აღარასდროს არ ჩავა.
აღარც სცენა, კულისები, არც გრიმი და როლები ყველა ჩემს როლს ნათამაშებს, ცრემლით ვეამბორები.
ვით ვარსკვლავი მოწყვეტილი, კოსმიური მარსიდან. ჩემი თავი მოვისროლე "კავკასიის" კასრიდან.
მომიტევეთ თუკი ვინმეს გაწყენინეთ რაიმე ბნელსა ვზივარ, ექოდ მესმის ჩემივ ოხვრა - "ვაიმე
ცუდს ვერავინ იტყვით რადგან, ყველა ჩემი ბრალია. მართლა ხშირად მახსენდებით, კაცია თუ ქალია.
თუკი ვინმეს არ ვუყვარვარ მისცეს დღენი დღეგრძელი. მათთან ჩემი ყრადღებით მეტი ვეღარ შევძელი.
ეხლა გაზეთს და რადიოს, დღე და ღამე შევნატრი. რომ როგორმე მომაგონონ, ჩემი ძველი თეატრი.
ვიცი აღარ დაბრუნდება, ძველი დრო და მომენტი, - "რატომ აცდენ, რატომა სვამ"! ვეღარ მეტყვის რ ო ბ ე რ ტ ი. ალბათ უკვე ჩაესვენა, ჩემი ფერთა მოლბერტი, ხომ მოგცილდათ თეატრიდან. ამ ცხოვრების ხ ო რ ც მ ე ტ ი.
მე ჩემს სასჯელს ვიხდი გულით, მთელი ჩემი ზრდილობით, ზოგ-ზოგივით ვერ ვიცხოვრებ, ჩემი "პადხალიმობით" ბევრი წყალი ჩამოირბენს, ხან მღვრიე, ხან ანკარა. არც კი ვიცი როდის გნახავთ, ან გნახავთ და ან არა...
ბედმა ფეხი წამომიდო, როცა ვიყავ თქვენს გვერდში, ღმერთმა არ ქნას რომელიმე, რომ ჩავარდეთ, ჩემს დღეში.
მერე იტყვით: "ყოჩაღ გია, რა ნერვები გქონია"! შეცოდებით, შეგიცოდებთ, გულით?! არა მგონია!
საბოლოო თხოვან მრჩება, რომ გამოხვალთ სცენაზე, თქვენთვის ჩუმად გაიხსენოთ, ერთი, გია ფერაძე.
**********
ჩემი ცხოვრება უშენოდ დიდი ჩამქრალი მზე არის, დღეს შენი დაბადების და ჩემი სიკვდილის დღე არის. დღეს განწყობა მაქვს ისეთი, მინდა რომ შენზე ვილოცო, ეს შენი დაბადების დღე სადა ხარ, სად მოგილოცო?! უნდა დაფიქრდე რომ საქმე, სატირლად არ გაიხადო, ნეტავ შენს გვერდში მამყოფა, დღეობა გადაგიხადო. დღეს ჩემი გული არ ფეთქვას გაქვავებული ხე არის, დღეს შენი დაბადების და ჩემი სიკვდილის დღე არის
**************************** რა ბედნიერი ვიყავი წუხელ... აზრი არა აქვს... არავის ვუმხელ რა ბედნიერი გამხადე ღმერთო, სიონში ვიყავ, იქ იყო ყველა; ჩემი სნათელი "ჯვარცმასთან" ენთო, როგორც სიმბოლო "დახსნა" და "შველა". იყო ზაფხულის ღია სარკმელი, სანთლები ლოცვის ხვატით დნებოდა, ტაძარში-სუნი, წმინდა საკმევლის. გარეთ კი ძმები მელოდებოდა. ისმოდა ძველის ძველი გალობა, ერთად შემკული ვით თაიგული და ზეციერის დიდი წყალობა, სიყვარულისგან სკდებოდა გული. იქ იყავ შენაც, გეცვა ცისფერი, და ცის ასულის გქონდა იერი. გაოცებული დიდხანს გიცქერდი, რა კარგი იყავ, რა მშვენიერი... მერე გაწვიმდა... თბილისის წვიმა... და ნიაღვარმა ლამის წამიღო. რა ბედნიერი ვიყავით წინათ... ეს ყველაფერი ხო მართლა იყო...
************ ალვისაგან გათალეთ ჩემი კუბოს ფიცარ, ალვა ამკობს ჩემს კავშირს ფერადოვან წარსულთან. ცხოვრება კი შევიცან რაც არის და ვინც არის, მაგრამ რაღა დროსია... კომედია დასრულად!
რეჟისორი თვით ვიყავ, ასე მსურდა ფინალი, მსგავსად ჰეროსტრატესი, მეც ხომ დავწვი ტაძარი... ხომ გახსოვართ ქეიფში, ფეხბურთში მორკინალი? ხოდა ფაფუ, გათავდა! ფერფლი ვარ და ნაცარი!
ორი დღეც და შემამკობს, ალბათ შავი არშია, შავით შეიმოსება ჩემი მწირი სახლობა თქვენი გია ფერაძე, თქვენთან ბარი-ბარშია. ეს სიკვდილი მან თვითონ ძალით მოიახლოვა.
ბევრთან შევცდი... სხვა "ბევრი" ჩემთან არის "ჩაჭრილი" ღმერთმა ყველას შეუნდოს, მეც შემინდეთ ცოდვები. თქვენთვის დამილოცნია ეს მარტი და აპრილი, კიდევ ორი-სამი დღეც და უთუოდ მოვკვდები.
სულ სიცოცხლე მინდოდა, სიცილი და ხუმრობა, ბედნიერი ვიყავი მუდამ თქვენთან მყოფელი. ასე მწარედ დასრულდა ჩემი თქვენთან სტუმრობა, ასე ცრემლით აივსო ჩემი წუთისოფელი.
რა კარგი ხარ თბილისო, მენანები ძალიან... ციხეში გნატრულობდი და ამ ნატვრით ვთბებოდი. მაგრამ ჩემთვის თბილისო, ვიცი აღარ გცალია... ერთ დროს როგორ გკოცნიდი, როგორ გეხუტებოდი.
მორჩა ლექსი, თვითონაც სანთელივით მივქრები... სული თითქოს დაჭრილი, მოფარფატე გედია... ისევ შენკენ მიხმობენ ეს სნეული ფიქრები, კომედია დასრულდა?... დასრულდა ტრაგედია!
************************
მე თუ დაგშორდით ჩემო შვილებო, ჩემო სოფიკო, მაკა, ბიძინა, თქვენმა მამიკომ კი არ დაგტოვათ, თქვენს ფიქრში მწარედ ჩამოიძინა.
აბა თქვენ იცით ჩემო ოჯახო ჩემო ძმაო და ჩემო დედიკო, უკვე ვატყობდი, დაჭერის მერე რომ ჩემი საქმე კარგად ვერ იყო
გემშვიდობებით შვილებო, დედავ რაზე ჩამიდგან ნეტავ დრო ჯინში, კარგად იყავით იბედნიერეთ თუ ცოცხალი ვარ, დიდი ბოდიში
*****
დაგეხვრიტეთ !
იმარცვლება ტანჯვის კრიალოსანი, ასე გავხდი მყრალი ციხის მგოსანი. მალე ხუთი წელიწადი გახდება, არ მიხილავს ყვავილი და ფრთოსანი.
არ მინახავს დედაჩემი - საბრალ, რას გაიგებ ბადრაგო თუ კაპრალო. თქვენ მაშინაც თოფის კონდახითა მცემთ, ოცნებისას ცრემლი რომ ვერ დავმალო.
მესიზმრება ჩვენი კავკასიონი, მესიზმრება ჩვენი წმინდა სიონი; და გთხოვთ, ნურვის გაგიკვირდებათ, ...მესიზმრება "დინამოს" სტადიონიც.
დაგეხვრიტეთ! მოვრჩებოდი წამიერ, მეც სიკვდილი შემიცვლიდა ამ იერს; დახვრეტის წინ ერთს კი ვიღრიალებდი, საქართველოვ, იყავ მრავალჟამიერ !
* * * რამდენჯერ წვერი მოვუშვი შემემთხვა უბედურება, პირველად მამა მომიკვდა თითქოს დამწყველა ბუნებამ. მეორედ წვერი მოვუშვი, ფილმში მიღებდნენ, მჭიროდა... ცოლი ხელებში ჩამაკვდა, მაღლით ბუნება ტიროდა. თურმე მართალი ყოფილა თუ შეგიძულა ბუნებამ, ვერა, ვერ დაემალები, თან დაგდევს უბედურება.
****
მენატრება სცენის მტვერი, რაღაც დიდი დოზით, ჭარბად. თუ ციხიდან გამოვძვერი, ჩავისუნთქავ ისევ ხარბად.
ჩუმად შემოვიპარები რადგან ჩემებრ "დამნაშავეს" დაკეტილი აქვს კარები და დავკოცნი მტვრიან ფარდებს კულისებს , სკამებს, თოკებს, ძველ ლარნაკის გამხმარ ვარდებს. ღმერთო, რაღა დამაოკებს
მერე გავალ სცენის გულში რაღაც გრძნობის გასახარად ბედნიერი იმ წარსულში უბედური აწ და მარად.
****
ყაყაჩო
ჩემსავით მარტო , მოწყენით, ჩემსავით განმარტოებით, ციხის კედლებშიც იზრდება წითელი ყაყაჩოები.
შორიდან ჩუმი ალერსით, სარკმლიდან ფრთხილად ვდარაჯობ. ალბად ცოტა აქვს მისჯილი ამ ჩვენი ზონის ყაყაჩოს.
სხვაობა იცით რაშია! და განსხვავება რა არის? პატიმარ ყაყაჩოს ზემოთ ვეებერთელა ცა არის,
მე კი, რადმენი ხანია, ვარამს ჩემს გულში ვინახავ. არც მზე და არც ვარსკვლავები, წლებია რაც არ მინახავს.
მე და ყაყაჩო ერთნი ვართ, სიკეთისაკენ მარები. ორივე ცოდვის შვილი და ორივე პატიმარები...
***
გამარჯობა ჭიაყელავ!
გამარჯობა ჭიაყელავ! მე ვარ ვეღარ მიცანი? შენ ერთს გელის სამარე და ჩემი კუბოს ფიცარი.
დამაცალე, მოვაგროვო დასამარხი ლოდები, ერთგული ხარ ჭიაყელავ, ვიცი, რომ მელოდები.
ცოტა კიდევ დამაცადე ჩემი კუბოს მაყარო, ისე უნდა დავლპე ზევით, პირიც არ დამაკარო.
ჯანსაღს როგორ ჩამოგიტან, ამ ჩემს სხეულს მიწაში, გაოცდები, რომ შეძვრები ჩემი კუბოს ფიცარში.
მაგრამ მაინც ჩემი ხარ და თან საოცრად ერთგული შენი იყოს დაულპობი გატანჯული ეს გული.
თანაც გათბი ჩემი გვამის ფოსფორი რომ იალებს შეექეცი, რას გაუგებ, ე, მაგ გულის იარებს.
****
ხუთი წლის უკან... ხუთი წლის უკან... ერთად ვიყავით ჩემო ირინა, ამ დაწყევლილი დღეს, სწორედ ორშაბათს ჩვენ შავმა კატამ გადაგვირბინა. ისე გავიდა ეს ხუთი წელი, თითქოს გავიდა ცხოვრება მთელი. ვერ გივიწყებ და თუ გინდ მომკალი, რა ძალა გქონია ასეთი მწველი. ხუთი წლის უკან... ხუთი წლის უკან... რა ბედნიერი ვიყავით არა? ამ დაწყველილ დღეს, თანაც ორშაბათს დამტოვე მარტო ჩემო პატარა. როგორ მიყვარხარ ღმერთს გეფიცები მე უნდა მომკლას შენზე ფიქრებმა, ასე იყო და ასეა დღესაც კუბოს კარამდე ასე იქნება. ხუთი წლის უკან... ხუთი წლის უკან... არ დავიწყების რეკენ ზარები შენზე მგლოვიარე კვდება ფერაძე ღმერთისგანაც კი შენაზარები.
***
*** წმინდა სანთელი დავანთე შენთვის რატომღაც ჩემსკენ გადმოიხარა, და სანთელიდან ღვენთი წვეთ-წვეთად ჩემი ცრემლივით გადმოიღვარა. მხოლოდ ღვთისმშობელს, წმინდა მარიამს ან წმინდა ნინოს თუ შეგადარებ, დაგროვილი წვეთებს, ცრემლად ნაღვენთებს, მთელი ცხოვრება ხელით ვატარებ, ვფიცავ სალოცავს, რომ მოუთმენლად ისეთ მომენტს და ისეთ დროს ველი, შენ ხატი იყო და მე მარადჟამს მუხლმოდრეკილი, შენზე მლოცველი. ოღონდ ეს არის, ვერ მოვაღწიე ვერ მოვახერხე შენს წინ დამხობა შევევედრები მამაზეციერს, მთელი ცხოვრება ასე მამყოფა
***
ირინას !
" ადამიანი მეორდებაო" მეცნიერები მსჯელობენ ასე , მე არ მჯეროდა , მაგრამ ეს ფრაზა , მოულოდნელად დღეს დავაფასე. ვნახე ჟურნალი სულ ძველის-ძველი , და საოცრება ! შენი სურათი ! გაცინებული , სიცოცხლით სავსე , თვალში ცეცხლით და ხელში სურათი. ო , ეგ სიცილი , ეგ ბაგე-კბილი , შენი მანერა და შემართება. ციხის ქვის კედელს შუბლით ვასკდები , ხომ არ ვგიჟდები... რა მემართება . . . ეს ჟურნალი და ძველი სურათი , მჯერა , იქნება ამის თავმდები/ რომ სიყვარულო , ჩემო - ირინა , შენ ისევ ისევ დაიბადები ! ! !
***
მარიკუნას
ქუჩა ნაწვიმარია, ფოთლებია ფენილი. სად იჩქარის მარიკა, ჩემგან ობლად შთენილი. უკან მისდევს ცუგრია, არ წყინდება ხტუნება. შვილო როგორ მწყურია შენი ჩახუტუნება. მართლა საით მიდიხარ, მაგ ფერადი ბუშტებით. ოი, როგორ მინდიხარ, მკერდს ვილეწავ მუშტებით. ბავშვმა დედა არ იცის, რომ სითბოდ მოჰფენოდა, ვეღარ ისმენს მის სიცილს, მერე რარიგ შვენოდა. მამა ჯერ ცოცხალია, მარიკასთვის-ლეშია, ვა რა დიდი ბრალია, რომ ცივ სიბნელეშია. რომ გაგიცნობ ცხადია, ჩემო თეთრო თოლია, ვინც კი დანაბადია, ყველას მამა ჰყოლია. გაცნობა კი მოხდება, როს მიხილავ ცხედარად. მაშინ ალბათ არ იტყვი: რად, მომიკალ დედა, რად! მაშინ შეგებრალები, დაბრუნდება ღირსებაც. ეს ლამაზი თვალები ცრემლით ამოივსება. ციმბირიდან გიყურებ, მარი, ჩემო ყველაო. აბარტყუნებს დიდ ყურებს, შენი ცუგრიკელაო ქუჩა ნაწვიმარია, ფოთლებია ფენილი. ჰა, ეს ლექსიც მარიკა, შენსკენ გამოფენილი.
***
ჩემს პატარა მარიკელას , კაბა როგორ უხდება. ლოცვად მისად წმინდა წყარო , ცრემლად აჩუხჩუხდება. მზე თვალს ნაბავს , ეფერება , მზე ხომ მისი დედაა. მარიკელაც მზის სხივს კოცნის , იცის , დედისერთაა. ასეთს ვინ არ შეიყვარებს , კეთილს და თავაზიანს , როგორც შველი ისე დარბის ღმერთო - რა ლამაზია. ზეცას შევთხოვ , მზის ქვეშეთში , უდარდელად გატაროს მარიკელა , სევდავ ჩემო , მარიკელა - პატარა !
***
დედა ! (ბავშურ კილოზე)
კარგი დედა , ნუ ტირიხარ , ნუ ტირიხარ რა ! ღიმილი და სიხარული რატომ ჩაგიქრა.
რა მოხდა რომ პატიმარი შვილი გყოლია , პატიმრობა ბავშობიდან არ დამყოლია.
ეს ხომ ავი ტრიალია ჩემი ბედისა. დედა , შენი ჩახუტება , აღარ მეღირსა.
ნუ ტირიხარ , გეხვეწები , ნუ მისერავ გულს. შენზე უფრო , შენი ნახვა , შენ შვილს უფრო სურს.
ეს ოხერი დრო გაირბენს , მალე გნახავ მე. ნუ ტირიხარ , შემოგევლე , შენი ჭირიმე.
მოიშორე გულზე დარდი , ყურს ნუ უგდებ სხვას , ჩემზე დარდით გევედრები ნუ ითეთრებ თმას.
ნუ ტირიხარ , ჩემო დედა , გეყო ფიქრები. ძაან მალე , გეფიცები , ერთად ვიქნებით.
ახლა მივხვდი შენი ფასი , თუ რა ყოფილა. დედა-შვილის სიყვარული , სად გაყოფილა ?!
ამიტომაც გამიმაგრდი , არ მოხუცდე რა ?! რომ გამოვალ ყურში ჩუმად მინდა რომ გითხრა:
მე შენს მეტი ჩემო დედა , არვინ მინდა სხვა. ისე მწარედ ჩაგეხუტო , ვერაფერი თქვა.
ამიტომ გთხოვ , ასე მწარედ , ნუ ემდური ბედს. კარგი დედა , საყვარელო , ნუ იტირებ მეტს!
--------------------
ერთ მხარეს - ”ნაცების” ნაცემი კაცები, მეორე მხარეს კი- ეს ,,არაკაცები”.!
სასურსათო უსაფრთოება ისეთივე მნიშვნელოვანი უნდა იყოს ქვეყნისთვის , როგორც ენერგო უსაფრთხოება !
I R L Y M! ! !
https://www.facebook.com/IntProtest https://CAUCASUSOFFLINE.COM
|