#52105755 · 2 Feb 2018, 03:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
chukius
QUOTE | სულ 6 თუ 7 წელი იჯდა, გამოვიდა და ისევ განაგრძო მსახიობობა. |
რაღა განაგრძო, ტუბით დაავადებული დაბრუნდა, მგონი, ფსიქიკური პრობლემებიც ჰქონდა.. 2 წელიწადში გარდაიცვალა. გერმანიაში წასვლა უნდოდა თუ არა, არ ვიცი. შეიძლება, სამკურნალოდ უნდოდა.
QUOTE | მოკლული მეუღლის მამას ნაძღავენ დამპალი ეგო |
გამწარებული მამის გამტყუნება ძნელია, მაგრამ, გადააჭარბა მაგანაც.. მთელი თავისი გავლენა გამოიყენა, რომ სიკვდილი მიესაჯათ მისი სიძისათვის. შევარდნაძის დონეზე ჩალიჩობდა.. ცნობილი მოქანდაკე იყო და ბუნებრივია, რომ კავშირები და გავლენა ჰქონდა. მერე ილია მეორე ჩარიეს და იმან უთხრა-მკვლელის შვილი უკვე არის და მკვლელის შვილიშვილადაც ნუ გახდიო ბავშვსო.
ძალიან ტრაგიკული ამბავი იყო და ალბათ აჯობებდა, რომ ჭორების დონეზე განქიქების ობიექტად არ ქცეულიყო სხვადასხვა ხალხის მხრიდან. ერთი რამ არის ფაქტი-იმ კაცმა მიიღო სასჯელი, მოიხადა მკაცრი რეჟიმის ციხეში. მკვლელობის მერე მთელი დანარჩენი ცხოვრება სინანულში გაატარა და არც გათავისუფლების მერე დამტკბარა ცხოვრებით. სტანჯავდა დანაშაულიც და ისიც, რომ ცოლთან ერთად, შვილიც დაკარგა.
QUOTE | ლოთობდაო, კაიფობდაო, ჯერ ერთი ცოლი ჰყავდა, მერე მეორე, მერე მესამე, |
კაიფი არ ვიცი, სმით კი ამბობენ, რომ სვამდა. ცოლებს რაც შეეხება-მსახიობებისაგან ცხოვრების ეგეთი წესი არაა გასაკვირი. სიყვარულით დაქორწინდნენ და იმ საცოდავმა ქალმა იცოდა, ვისაც მიყვებოდა ცოლად. სხვათა შორის, არავისგნა თქმულა-ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ და ცოლს ცუდად ექცეოდაო.
This post has been edited by Solveig on 2 Feb 2018, 03:22
--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur, venit mors velociter, rapit nos atrociter, nemini parcetur!
|