სანდრ, მაგარი თემა გახსენი, თავის დროზე მეც გაფანატებული მქონდა ლეოზე, მახსოვს ბიჭები მაბრაზებნენ ცისფერი ეგაო და მე ჯოხით დავდევდი და ვცემდი

ხოდა თავიდან ვიტყვი, რომ this boys life ის კასტინგზე დენირო აღფთოვანდა ლეოთი და ეგრევე დაამტკიცეს როლზე, საკმაოდ კარგად ითამაშა მაგ ფილმში..

გილბერტ გრეიპში შეუდარებელია, ოსკარზეც წარადგინეს, მარა ვერ მიიღო

თან თქვა, ძალიან გამიხარდა, რომ ვერ ავიღეო, მუხლებზე დავვარდი და ღმერთს მადლობა გადავუხადეო

the basketball diaries
ნარკომანი ჯიმ ქეროლი, ეს ფილმი ზეპირად ვიცოდი, სიტყვებიც კი მაქვს ამოწერილი


ნუ მერე რომეო და ჯულიეტა და ტიტანიკი

და შემდეგ დიდი პაუზა, ამ პერიოდში ძალიან ვნერვიულობდი, თითქოს არ უნდოდა კომერციულ ფილმებში გადაღება და მის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის ჩაცხრობას ელოდებოდა..
შემდეგ გამოვიდა men in the iron mask, ეს ჩემი ბავშვობის საყვარელი რომანის ეკრანიზაცია იყო, რათქმაუნდა დამშოკა