ეს სამი ვნახე მარტო, ვერც ერთს გამოვყოფ განსაკუთრებულად, მაგრამ ალბათ მესამე მომეწონა უფრო. თუმცა არც ერთის არ-დაჯილდოვება არ მეწყინება
there will be blood მაინტერესებს ძალიან.
მგონი წელს ძალიან საინტერესო ბრძოლა იქნება მსახიობების ჯილდოებზე. კაცის მეორე ხარისხოვანი როლისთვის განსაკუთრებით.
ტომ უილკინსონი(Michael Clayton), ფილიპ სეიმურ ჰოფმანი(Charlie Wilson's War) და ხავიერ ბარდემი (No Country for Old Men) თანაბრად იმსახურებენ ჩემი აზრით ჯილდოს და არც კი ვიცი ვის უგულშემატკივრო.
კეისი აფლეკი (The Assassination of Jesse James by the Coward Robert Ford) მეზიზღება და მაღიზიანებს, თუმცა უნდა ვაღიარო რომ მართლაც ამაზრზენი, დაკომპლექსებული და ზაჩუხანი ბიჭის შთაბეჭდილება დატოვა ფილმში და ე.ი კარგად ითამაშა

აი მეხუთე ნომინანტი არ მინახავს და ვერ შევაფასებ
ისე მაიკლს კლეიტონს ძალიან ძლიერი სასტავი ყავდა მსახიობების მხრივ. სამნი არიან ნომინირებული და არც ერთისთვის დამენანებოდა ოსკარი
And then he ran into my knife....
He ran into my knife 10 times!