Homerარა

ამერიკულმა პრესამ საზოგადოებას ამცნო ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი წყვილის - ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის დაშორების შესახებ, რაც ვარსკვლავების
მეგობრებმა და მენეჯერებმა უარყვეს. ახლახან კი ამ საქმის კიდევ უფრო მოულოდნელი დეტალები გაირკვა.
პიტმა და ჯოლიმ დეკემბერში ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ იურიდიულ ფირმას მიმართეს, სადაც საქორწინო ხელშეკრულების მსგავსი დოკუმენტის პირობებზე მოილაპარაკეს, - იტყობინება ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალი და დასძენს, - იურისტთან მათ განშორებაზე არ ულაპარაკიათ და არც შორდებიან.
ასე და ამგვარად, ნათელი ხდება, რომ ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა საქორწინო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი და არა - განქორწინებისას.
მსახიობთა მიერ ხელმოწერილი კონტრაქტის თანახმად, წყვილის ქონება (250 მლნ ევრო) შუაზე იყოფა და ბავშვებზე მეურვეობაც ორივეს ეკისრება