რაციონალურად ვინმე ამიხსნით რატომ თვლიან მონანიებას ცუდ ფილმად?
შეიძლება არ მოგწონდეს რადგან მძიმე ფილმია, მესმის, ეხლა რომ დამსხვა და მაყურებინო არ მინდა რადგან ცუდ ხასიათზე დამაყენებს
არ მომწონს კიდევ ეს გამუზიკლება და მსგავსი გადახვევები, თითქოს მთავარი თემიდან გვერდით უხვევს და დიდად ვერც ვხვდები ესეთ ფილმში ამ ტექნიკის აზრს
მაგრამ!!! თვითნ ის ამბავი და ზოგადად ეპოქის აღწერა ერთ ფილმში როგორც მონანიებაშია ამაზე როგორ შეიძ₾ება თქვა რომ არ ვარგა ან ცუდი ფილმია?
მიხეილ ჯავახიშვილის და მთელი იმ დროინდელი მოღვაწეების სახეები, ისტორიები, ყოფა ყველაფერი ასახა ფილმმა
ასევე უარყოფითებიც, ბერია, ტროიკები და ა.შ
საბჭოთა კავშირზე ყველაზე დიდი სათქმელი ითქვა მცირე დროში
იმ სიდამპლის ასახვა თუნდაც იმ ერთ წუთიან მონაკვეთში როცა ხის მორზე გადასახლებულთა დაწერილ წერილს/წარწერას ეძებს ოჯახი
რაც მთავარია მთელი რიგი ეპიზოდებია ფილმში რომელიც უბრალოდ გენიალურია, ფილმს აქვს არამარტო ისტორიული ღირებულება არამედ სამხატვრო და საშემსრულებლო ღირებულება
ჯერ მარტო ეს კადრი ღირს ყველაფრად
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «