ეხლა მე მოგიყვებით ყველას, ვისაც "მოგეწონათ" და ვისაც არ მოგეწონათ

მოქმედება ხდება აშშ-ს მიერ ვიეტნამიდან ჯარების გამოყვანის შემდეგ, ტეხასში, ანუ ეს ის ადგილია სადაც ჯერ კიდევ არ შემოსულა მაფია, (ეს არ არის ჩიკაგო, ნიუ იორკი...) და პაციფიზმის სუნი ჯერ კიდევ მათრობელია.
მოსი (ბროლინი) - მონადირე, არის უბრალოდ კაი ტიპი რომელმაც ვიეტნამიდან დაბრუნებულმა და სიღარიბეში მცხოვრებმა კანონის ოდნავ გადახვევეის გზით იფიქრა გამდიდრება, თუმცა სახე არ დაუკარგავს და სიკვდილის პირას მისული კაცისთვის გადაწყვიტა წყალი მოეტანა, რამაც დაუსრულა მას და ყველას მის გარშემო მყოფთ ცხოვრება, თუმცა ესეც რომ არ ყოფილიყო მას მაინც მოუსწრაფებდნენ სიცოცხლეს - იქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი როცა მთლიანად კანონმორჩილ და შემტევ მეზობელ მოხუც ქალს ჩიგური არაფერს (ვერაფერს) უზამს.
რაც შეეხება ტომი ლი ჯონსის - შერიფს, აქაც ნათელია იმდროინდელი ტეხასელი შერიფის სახე, რომელიც არათუ არ ებრძვის არამედ ვერ ებრძვის ახალი დანაშაულის ტალღას, რომელიც მისთვის აბსოლუტურად გაუგებარი და დამრთგუნველია, ის იქცევა როგორც მთაში დაბადებული და გაზრდილი, რომელიც რეზინის ნავით მოხდა აბობოქრებულ ოკეანეში, ანუ უბრალოდ რომ ვთქვათ გონში არ არის რა ჰქნას და თუკი აქამდე ღმერთის წყალობით რამე გამოსვლია, გადარჩენილა ეხლა მას არც ხვთის იმედი აქვს.
რაც შეეხება ბარდემის და ვუდი ჰარელსონის (ძალიან მაგარ) პერსონაჟებს ამათზე ცალკე დავწერ, ეხლა პროსტა მეზარება.

პ.ს. ისე მე თუ ამდენი წერა შემეძლო ფილმის განხილვისას, ნამდვილად არ მეგონა.