რა პატარა თემა ყოფილა დრაკულაზე,გამიკვირდა

ჩემ ორ სიტყვასაც ვიტყვი აქაც:
კაროჩე 1992 წლის კოპოლას ფილმი აი ძაალიან,ძაალიან,ძაალიან მეზიზღება,ვღადაობ და დავცინი რასაც ქვია

აი რავიცი რა,ჯერ მარტო დრაკულა რას ჰგავს,აი მართლა ბიგუდები აქ თავზე,თითქოს კრონენბერგის ბებიამ გადაიღო რა

ვიცი ამ ფილმს ბევრი ფანატი ჰყავს(რატომღაც) მაგრამ რავი რა,თავად დრაკულას ძალიან არასერიოზული გრიმი აქვს,-აი ქალაქის სცენებში გარი ოლდმანი,ჩვეულებრივი ადამიანური ფორმით როცაა,-აქ უფრო მეტი პერსონაჟი და ქარიზმა იგრძნობა ვიდრე დრაკულას გრიმში.
რაც შეეხება დანარჩენ ქასტს,რავი.ჰოპკინსისთვის მადლობა,კაი პერსონაჟია,მაგრამ ბოლოსკენ ისიც სცდება პერსონაჟს,რავი.დანარჩენებს რაც შეეხება აი ძაან გარყვნილად წარმოჩინდება თითქოს,ყველა სექსზე საუბრობს ან ნამიოკებს იძლევა ამ თემაზე.არა,შეიძლება რეჟისორმა შეცვალოს რაღაც,თუ თავის სათქმელს ერგება,მაგრამ სათქმელიც კი ძალიან მოძველებულია დღევანდელი დღისთვის,აი ფილმები როა "შიმშილის თამაშები" და "დივერგენტები",აი ძაან ჰგავს რა იდეით და სულისკვეთებით - ინფანტილური პერსონაჟი,რომელიც რაღაცის წინააღმდეგ აღდგება,და გაიმარჯვებს,ან დრამატულად მოკვდება.ამ შემთხვევაში მეორე მოხდა,მაგრამ იმდენად სუსტი დრამა და ქიმია იყო და იმდენად ვერ შევიგრძენი ეს ფილმის ბოლოს რომ რავი რა,ძალიან,ძალიან სუსტი დრამატურგია აქვს ამ ფილმს.
და ჰო,ამ ფილმში ძალიან ბევრს კვნესიან და ვიდეო რო გათიშო და ხმა დატოვო,სუფთა პორნო გეგონება.არ ვხუმრობ.პირველად როცა ვუყურე,მომენტებში ხმას ვუწევდი,შარიღა მაკლდა ეხლა

ტიპი დაიჭრა და ისე კვნესის რო გეგონება პარალელურად უჩინმაჩინი "ამუშავებს" თავისი ბობოქარი ხელებით

რავი რა
და ჰო,კიდევ ერთი: - კიანუ რივზი ძალიან ცუდი მსახიობია.აი,ძალიან ცუდი მსახიობი.ტიპს მხოლოდ ერთი ტიპაჟი აქვს,რომელიც გამოსდის - სიტყვაძუნწი როჟა,რომელიც მაგრად ჩხუბობს და მაგრად ისვრის,-ვსიო,დანარჩენ როლებს ეგ არ უნდა გააკარო.ეგ რა არის,კენეტ ბრანას ფილმია ერთი,შექსპირის ეკრანიზაცია Much Ado About Nothing (1993) - აი პროსტა რა უნდოდა აქ რა,ყველა ნორმალურად თამაშობდა და ეს იმენა ჩემი სკოლის ღონისძიებები გამახსენდა,დეტსკი სად
კიდე იცით რას ამბობენ? ამ ფილმის მერე წამოვიდა სერიოზული ფილმები ვამპირებზეო - "ინტერვიუ ვამპირთან","ბლეიდი" და ა.შ. და მარტო ამის გამო უნდა ვცეთ ამ ფილმს პატივიო.აჰამ.მაგრამ 5 წლით ადრე იყო ასეთი ფილმი The Lost Boys (1987) - ჯოელ შუმახერის ძალიან მაგარი და საკულტო ფილმი,ვამპირების და ნორმალური სამყაროს შეჯახებაზე და რიავი აბა,რა გითხრათ,რამ რა შთააგონა ეგ კიდე საკითხავია))
ეხლა გადავიდეთ პირველ კლასიკაზე,-თავის დროზე ბრემ სტოკერის იდიოტმა შთამომავლობამ დაბლოკა ფილმი Nosferatu (1922) - რეჟისორს სახელის შეცვლამაც არ უშველა,მიადგნენ და სულ გაანადგურეს,რაღაც სასწაულით გადარჩა ფირები და მოვიდა დღემდე.ჰოდა ეხლა,არ ვიცი გირჩიოთ თუ არა 100(!) წლის წინანდელი ფილმი,მაგრამ აი მეცნიერული და სპორტული ინტერესის გამო ნამდვილად იმსახურებს ეს ფილმი გაცნობას,უბრალოდ საინტერესო რამეა რა,ვიზუალი აქვს საინტერესო და დღემდე საინტერესოდ იყურება.ნება თქვენზეა,რავი
* * *
აი რაც შეეხება დრაკულას ყველაზე მაგარ შესრულებას,აღიარებულია რო ბელა ლუგოშია ყველაზე მაგარი.ჰოდა ჩავუჯექი მოკლედ 1931 წლის ფილმს Dracula (1931) - ჰოდა...აი ძაან დებილობაა.უბრალოდ ძაალიან დაჩეხილია ფილმი,თითქოს ნახევარი ამოჭრეს,-ეხლა სნაიდერის ფილმების დაჭრაზე ჩივის ხალხი და უბრალოდ ეს ფილმი ნახეთ,ბოლოში რამხელა ნაწილია ამოჭრილი და დანაწევრებული მთლიანად რო სნაიდერი რა მოსატანია რა,რავი აბა)) ახლა რთულია ამ ფილმის ადეკვატურად ნახვა მაგრამ-მაგრამ!!-მაგრამ!!! - ბელა ლუგოში ამ ფილმში არის მართლაც რომ უმტ*ვნელესი,აი უბრალოდ ყველაზე მაგარი დრაკულაა და სიტყვა "დრაკულაზე" მთელი ცხოვრება მხოლოდ ეს მსახიობი და ეს მზერა გამახსენდება:

მარტო ეს კადრია მაგარი ამ ფილმში,დანარჩენშიც ნარმალნა თამაშობს ბელა,მაგრამ ძალიან დებილი რეჟისორი ყავდა ამ ფილმ.ძალიან დებილი.მაგრამ მაინც კლასიკაა და უწყინარი საინტერესო რამაა,პივაზე ქე იღადავებს კაცი

ისე კი ჯობია ტიმ ბერტონის Ed Wood (1994)-ს უყუროთ,ბელა ლუგოში ძალიან საინტერესოდაა წარმოჩენილი და ფილმიც საინტერესოა <3 (ედ ვუდი კაი ჩათლახი კი იყო,მარა მაინც

)
აი დრაკულაზე ყველაზე მაგარი ფილმი სცენარით,მსახიობების შესრულებით და დადგმით,ჩემის მოკრძალებული აზრით არის - მელ ბრუკსის დრაკულა - Dracula: Dead and Loving It (1995) - აი ეს არის უმაგრესი ღადაობა რაც კი მინახავს

თან ის მომენტიცაა რა,როცა იცი ბექგრაუნდი და რა ფილმსაც აღადავებს,აი პროსტა უმაგრესი ხოხმაა

თან საკუთარ ისტორიასაც მაგრად ყვება,საერთოდ მელ ბრუკსის ფილმები მაგრად მომწონს,ვისაც გევასებად კლასიკური იუმორი,აუცილებლად ნახეთ Blazing Saddles (1974) - ყოველ წელს ვუყურებ და ყოველ წერს ვიცინი

კარგი რამეა მართლა,გაეცანით,გირჩევთ <3
ნუ,დანარჩენ ეკრანიზაციებს რაც შეეხება,ქრისტოფერ ლის დრაკულას მირჩევენ,ნახეო და ჩავუჯდები მერე,ვნახავ რა არის,მეტი არ მახსენდება,რაღაც არასერიოზულია თითქოს დანარჩენი ეკრანიზაციები და პერსონაჟიც უკვე გაპოპკორნებული.და კიდე,რა თქმა უნდა "დრაკულა უნთოლდიიიი"-ს შემდეგ უკვე რთულია სერიოზულად შეხედო დრაკულაზე გამოსულ რაიმე ახალ ფილმს

(პ.ს.
https://www.youtube.com/watch?v=AXiu5hw6aHE აესაა

)
p.s. ისე,ვინმემ მასწავლეთ,აი ვიდეოს ლინკს რო დავპოსტავ,მინდა მთლიანად გარეკანიც ჩანდეს,მხოლოდ ლინკი არა,ვიდეოს გარეკანიც,როგორიც უდევთ დანარჩენ სასტავს,რაღაცნაირად ვერ დავამუღამე და

რავი,სულ ეს იყო რაც უნდა მეთქვა,რაც დავწერე ამათ გარდა დანარჩენი ყველაფერი ძაან საპოპკორნე ფილმებია,რაც კი მინახავს და იმედია ოდესმე ვნახავ ისეთ წიგნისმიერ ეკრანიზებას,როგორსაც იმსახურებს ეს ფილმი,სკორსეზეს სტილში <3