ფილმზე.
წიგნზე ეგ არავის უთქვამს ... იმედია

თქვენი აზრი ვიცი ამ ფილმის შესახებ, რომ არ შეიძლება შედევრი უწოდო ფენტეზი ჟანრის ფილმს. დღემდე არ გადაღებულა ამ ჟანრში ასეთი დონის ფილმი, ახლოსაც კი ვერ მივა ვერცერთი. ყველა სცენისთვის ბოლომდე არის დახარჯული ჯგუფი, ყველა დეტალი გათვალისწინებულია. ახალი ზელანდიის პეიზაჟეზებზე აღარაფერს ვამბობ. რივენდელ, მინას ტირითი, მინას მორგული, შირი და რა თქმა უნდა მორია. წიგნი ფილმის ნახვამდე მქონდა წაკითხული და ზუსტად ისეთი წარმომედგინა ეს ადგილები, როგორიც ფილმშია. თან ნუ დავივიწყებთ როდისაა გადღებული, მაშინდელი ტექნიკური შესაძლებლობები, დღევანდელის ნახევარს არ უტოლდებოდა. მიუხედავად ამისა, კიდევ ვიმეორებ, მსგავსი ფილმი ამ ჟანრში ჯერ არ გადაღებულა. თუ არის რამე და მე ვერ ვამჩნევ, შემახსენეთ თუ შეიძლება. იშვიათად ხდება ისე, რომ წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი, წიგნს თითQმის არაფრით ჩამოუვარდებოდეს. კი არის რამდენიმე პერსონაჟი ამოღებული და რაღაცები შეკვეცილი თU შეცვლილი, მაგრამ ესეც კომერციის გამო. პირველი ფილმის შემდეგ კიდევ 2 იყო გადასაღები და კომერციაზეც საჭირო იყო ფიქრი. თუმცა ამან ფილმს არაფერი დააკლო, იმჰო.
რატომ არ უნდა ეწოდოს შედევრი ამ ფილმს, რა მიზეზის გამო, ჩემთვის გაუგებარია. ჰეფი ენდი "ტეხავს"?

თU ასეა, ერთ-ერთ ბოლო სცენას უყურეთ კარგად, სადაც ფროდოს აცილებენ. ცოტა სევდაა ამ სცენაში? აუცილებელია შედევრი მხოლოდ იმ ფილმს ეწოდოს, რომელიც 100-ში ერთს მოსწონს? ვინც კარგად იცნობს ტოლკიენის სამყაროს, მშვენივრად ხვდება რომ უკეთესი ეკრანიზაცია თითქმის შეუძლებელი იყო. ვისაც ეს ფილმი უბრალო ბლოკბასტერი, კეთილისა და ბოროტის ბრძოლაზე გონია, იმათთან ლაპრაკსაც არ აქვს აზრი.

[URL=http://g.imageshack.us/img88/galleryimagesupersize32z.jpg/1/][IMG]http://img88.imageshack.us/
img88/galleryimagesupersize32z.jpg/1/w1000.png[/IMG][/URL]
ამ მუსიკაზე ვგიჟდები

საერთოდ მუსიკა ამ ფილმში 10/10
This post has been edited by Starsailor on 18 Oct 2009, 13:53