Ocelotუდიდესი მადლობა ამ ტოპიკისთვის!!! საოცარი მსახიობია რობინ უილიამსი და ძააააააალიან მიყვარს. მგონი თითქმის ყველა ფილმი მაქვს ნანახი მისი მონაწილეობით და უმეტესობა ისეთი ფილმებია, რომ ბოლოში უსათUოდ ატირდები (What Dreams May Come -ს რო ვუყურებდი, ბოლო 40 წუთი ვიტირე მგონი გადაბმულად

). უძლიერესი მსახიობია, აბსოლუტურად გეთანხმები!
საყვარელი ფილმები მისი მონაწილეობით:
Hook - მის გარდა ალბათ ვერავინ ითამაშებდა პიტერ პენს, რომელიც გაიზარდა და დაავიწყდა თუ ვინ იყო. ბავშვობაში მაგრამ მიყვარდა ეს ფილმი და ახლაც სიამოვნებით ვუყურებ ხოლმე

Bicentennial Man - ოოოოო რა მაგარი ფილმია! და რა კაი ტიპია უილიამსი რობოტის როლში, რომელსაც ქალი შეუყვარდა

Good Will Hunting - ოსკარს აიღებდა აბა რა! ძალიან ძლიერი როლია!!!
მეტ დეიმონზე რო იტყვის ბოლოში - შე პლაგიატორო, შენაო
და ბეეეეეევრი სხვა
მგონი, აქ არავის უხსენებია Good Morning, Vietnam!, არა და ამ ფილმის მერე გახდა რობინ უილიამსი ცნობილი. ძალიან დიდი ხნის წინ ვნახე და წვრილმანები აღარ მახსოვს, მაგრამ ფილმი უძლიერესია და ამბობენ ბევრი რეპლიკა ამ როლისთვის თვითონ დაწერაო, ამ ფილმის მთელი ეშხი კი ზუსტად მის რეპლიკებშია
This post has been edited by katusha777 on 9 Oct 2006, 14:19