ოზონის "ქვიშის ქვეშ"-ში თამშობს ძალიან მაგრად,მაგრამ "ღამის პორტიეს" როლი რემპლინგის კარიერაში,ჩემი აზრით, ყველაზე განსაკუთრებული და მაგარია.მანდ წელსზევით შიშველი რო ცეკვავს,ეგ ხომ საერთოდ რემპლინგის სავიზიტო ბარათად იქცა.თანამედროვე სალომეა მიმიქარავს,ისე დახვეწილადაა გარყვნილი.
რაღაცით ჯულიეტ ბინოშს მაგონებს.ისეთი ქალები არიან,რომლებიც ფსიქოლოგიურ ფილმებში ქალის მთავარი როლისთვის იდეალური ვარიანტები არიან.აქვთ კიდევაც დაახლოებით ერთნაირი როლები ნათამაშები: ბინოშს "სამი ფერი - ლურჯი"-ში,რემპლინგს "ქვიშის ქვეშ"-ში.მაგრად გავს ეს ორი ფილმი და მთავარი პერსონაჟი ქალებიც მაგრად გვანან ერთმანეთს როლებში,მაგრამ რემპლინგი უფრო კარგია.თავისი ჩამოწელილი ქუთუთოებით და ქვედაზე განვითარებული ზედა ტუჩით ისეთი ტრაგიკული და ძლიერი ქალის როლის შექმნა შეუძლია,რო ბინოში მასთან შედარებით არაფერია ბინოში.
ოზონის "ANGEL"-შიც თამაშობს,მაგრამ აქ მეორეხარისხოვანი და არც ისე კარგი როლი აქვს.გამომცემლის სნობ მეუღლეს განასახიერებს.მაგრად თამაშობს,მაგრამ როლია რაღაცნაირი,რემპლინგის ღირსებებს არ უსვამს ხაზს.
ოზონის "აუზშიც" მომწონს.განსაკუთრებით ჩაცმულობა. საერთოდ,ოზონს ევასება რემპლინგი და მის ბევრ ფილმში თამაშობს,ასე რომ,რემპლინგიოთ დაინტერესებულებმა ოზონის ფილმები ნახეთ.
"VERS LE SUD"-იც ნანახი მაქვს და მანდ მაინცდამაინც მაგარი ვერაა ჩვენი შარლოტა.თვითონ ფილმია რაღაცნაირი,არც ისე კარგი.
მოკლედ,მიყვარს ეგ ქალი და ყოველთვის ყველგან ძან ბევრს ვლაპარაკობ მასზე
* * *
_________________________________________