ამოჰყურებს

ბილის ძველი და ახალი ფილმები სხვაობა არის, ადრინდელი მაინც ხარისხიანი კომედია, სიმსუბუქე. მაგრამ ეს კომედიურობა და ჰოლივუდური ხალხზე გათვლილი, წარმოდგენითი ფილმი არ ნიშნავს რომ ცუდ კინოს უყურებ. სხვა ჰოლივუდია, სხვა "მეინსტრიმი, მით უფრო ბილი უაილდერი.
კარგი კომიკურობით, განსაკუთრებით The Apartment

ამასთან ერთად ამ კომედიებში რაღაც საერთო მსგავს სტილს დაიჭერ.
მაგრამ "სანსეტ ბულვარი" საერთოდ სხვა კინოა. იმ დროისთვის უკვე დანახვა, განსაზღვრა - ასეთი რეფლექსია ჰოლივუდზე და საერთოდ ძველიდან და ახალ კინოში მტკივნეულ გადასვლაზე. არაერთი შეფარული თუ ღია კრიტიკა, ცოტა დაცინვაც ჰოლივუდს. მოთხოვნაზე დაფუძნებული კინო, რაც შესაბამის სცენარისტებსა და თემებს ითხოვს. იქ უკვე ხედავდა ზედაპირულ საფუძველზე გადაღებულ ფილმებს და არა კონკრეტული ფილმის იდეას. მშიერი ხელოვნის რეალურად აზრსმოკლებული რომანტიზაცია.
ახალი და ძველი დიდი კინო.
ნორმა დესმონდი უნიკალური გმირი უაილდერის კინოდან,.. სცენარი და რა შესრულება. თავად ნორმა გადმოსცემს ყველაფერს საკმარისად.

აქვეა ბასტერ კიტონი - ბასტერ კიტონის როლში.
დასაწყისის და დასასრულის სცენა განსაკუთრებით კარგია. საერთოდ გლორია სვენსონის გმირი და შესრულება.

უაილდერი რომ კარგია, ამის მტკიცება არაფრის მომტანია, მაგრამ არა პირდაპირ კომედია - კომედიის მიღმა უაიდერი საერთოდ უკეთესია. ბულვარი ერთ-ერთი საუკეთესო