როგორ გეკადრება?
მაგ კაცის დამსახურება იყო, ამ გოგოს გეიშობა ..
ამ კაცმა დაავალა, გამოისყიდეთ ეს ბავშვიო და აღზარდეთო ..
"დაგავორშიც" ჩაგდებული იყო სიტყვა, თუ არ ივარგა უკან დავაბრუნებთო ..
მაგრამ ივარგა ამ გოგონამ და გახდა გეიშა, ბოლოს ჩანს ვისი დამსახურება იყო ამ გოგოს წარმატება ..
მონიკავერ დაგეთანხმები იმაში, რომ მთლად პედოფილური მომენტი იყო, მიუხედავად იმისა რომ ფილმის ბოლოს როცა ყველაფერს ნათელი მოეფინა, მეც გავბრაზდი, ამ გოგოსაც თავდავიწყებით უყვარდა ძია კაცი

.
კულტურის დამახინჯებას რაც შეეხება, საკმაოდ გაფუჭებული და დამახინჯებული აქვთ რაღაც რაღაცეები, ეს მე რასაც მივხვდი, შეუიარაღებელი თვალით, ვინც ჩემზე მეტად იცის და იცნობს მათ კულტურას თავის თავად საკმაო შეცდომებს აღმოაჩენდა ალბათ ..
თუმცა პირადად მე იმდენად მაინტერესებდა sony'ს პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ, თავად გეიშას ფენომენი რომ რაღაცის ბოლომდე არ ჩვენების, რაღაცის დამახინჯების და რაღაცის შეცვლის გამო დიდად არ დამიწუნებია ფილმი ..
-=-=-=-=-
ჰო, მე რაც შემეხება, ბოლოს ვნახე
In Bruges - ერთი-ორმა ახლობელმა ნახა ეს ფილმი და აღფრთოვანდნენ, სასწრაფოდ ნახე თორე ჩათვალე დროს ჩამორჩიო

.
სხვა გზა არ მქონდა და ვნახე, ვნახე და რა ვიხილე, ჰოი საოცრებავ, პირველი კითხვა რაც გამიჩნდა ვიკითხე, ფილმის ბიუჯეტი .. რაღაც ნაცრისფერი ფილმი იყო, ფილმში 2 მომენტში ჩანს როცა ევროს იხდიან თორე შორეული 1961 წელი მეგონებოდა

.
თავად ფილმი თითქოს არაფერი, თითქოს მარტივი დიალოგები, 2 მკვლელი და ვიღაც ქალი, რომელიც თავს მსახიობად ასაღებს სინამდვილეში ტურისტებს ძარცვავს, რამოდენიმე მომენტი რო ამოეჭრა რეჟისორს ფილმიდან კარგი კომედიაათქო ვიტყოდი, (მაგალითად, ბავშვის მკვლელობის სცენა და სისხლაობა)
ანტიპატია მაქვსთქო კოლინ ფარელის მიმართ ვერ ვუტყვი, უბრალოდ იმაზე მეტად აპიარებენ ამ კაცს ვიდრე არის სინამდვილეში, თუმცა აქ გულწრფელად უნდა ვაღიარო, მომეწონა მისი თამაში და ერთ ერთ საუკეთესო როლად მივიჩნევ ჩემს მიერ ნანახი ფილმებიდან ..
კიდე რა შეიძლება რო ითქვას? აა, ჰო, მთავარი მავიწყდებოდა, რისთვისაც არ აღმაფრთოვანა ფილმმა, თუ ვინმეს გაქვთ ნანახი, იქნება მითხრათ, მკერდს რატო უშვერდნენ ტყვიას? დილის 5:30 ვუყურებდი, ცოტა მეძინებოდა და შეიძლება ვერ გავიგე

. ნუ მე რაც გავიგე, ის იყო რომ იმდენი ცოდვები ჰქონდათ ჩადენილი რომ თავიანთ თავს ღირსად არ თვლიდნენ ცოცხლები ყოფილიყვნენ და დედამიწა დაემძიმებინათ, კაროჩე რო ვთქვა, ფარელის ბოლოს წინა სცენა ვერ გავიგე, ნავზე როცა ზის და ამ "ბოსს" სამიზნეში ყავს ამღებული, ვითომ რაო? გრეშნიკი ვარ, ახია ჩემზეო? ჰმ, სტრანნო მლინ ..

.
ვგონებ მომიწევს მეორეჯერ ყურება ..
ჰო, საუნდტრეკები აქვს კარგი, ნახევარი ფილმის სოუნდები აქვს

.
ამდენი წერის შემდეგ, 5 რო დაუწერო სირცხვილი იქნება

.
ამიტო
7.5/10
allmovies.ge'ზე და warezზე დევს თუ ვინმეს დაგაინტერესებთ ფილმი ..
მიმაგრებული სურათი