დღეს ვუყურე rampage-ს.
არ მიმიქცევია ყურადღება ვისი ფილმი იყო, რომ ვიწერდი.
ჩავრთე და... რეჟისორი უვე ბოლი. ერთი წამით ვიფიქრე, გამოვრთავმეთქი, მაგრამ მერე გადავიფიქრე. მეთქი გავერთობი, ვნახავ ამჯერად რა უაზრობა გადაიღო.
დაიწყო ფილმი, ჩვეულებრივი ბიჭის ცხოვრება, რომელიც არ მიდის ისე, როგორც საჭიროა. მშობლები აგდებენ სახლიდან ბოლოს და ბოლოს. სამსახურში პრობლემები და ა.შ.
მიუხედავად , ამ ერთი შეხედვით ბანალური სიუჟეტისა, ფილმა მაინც ჩამითრია და ბოლო წუთამდე ვუყურე დაუმთქნარებლად.
ვოცნებობდი, რომ ზუსტად ისეთი ფინალი ქონოდა, როგორიც ქონდა.
ასეთი შემთხვევები რეალურად ხდება უსაში და ხალხს უკვრის, რა აგიჟებს ზოგიერთს ასე, რომ სკოლაში შევარდნენ და ყველა ამოხოცონო. ფილმში მშვენივრად ჩანს - რაც. რა და ცხოვრება. ერთი ადამიანის "არასწორად" ნათქვამმა სიტყვამ, ბევრი შეიძლება გამოასალმოს სიცოცხლეს.

ამიტომ საჭიროა დავფიქრდეთ.
მოკლედ ფილმს 7,5 /10დან. მომეწონა.
This post has been edited by Starsailor on 4 Jul 2010, 21:47