მონიკაფორუმის საკმაოდ აქტიური დამთვალიერებელი ვარ თუმცა პოსტებს იშვიათად ვწერ, მარა ამაზე რო არ გიპასუხო არ შეიძლება

პირველი კინო ნანახი მაქვს მინიმუმ 50-ჯერ, როცა არ ვიცი საღამოს რას ვუყურო და რაცხა ნოსტალჯი ხასიათზე ვარ ამას ვუყურებ ხოლმე ასე რომ .....
პირველი რაშიც დაგეთანხმები, ბრედ პიტი ვერ ასრულებს როლს ისე როგორც საჭიროა, ვერ გადმოგვცემს აქილევსის პერსონას ისე რომ ეს დამაჯერებელი იყოს. მარტო ჰექტროან ბრძოლის ეპიზოდი რათ ღირს ვითომ მაგარი დაღლილი რომ არის და მძლივს სუნთქავს (კაშმარ!!! ), მთლიანობაშიც ცივი და არაფრის გამომხატველი სახე მოკლედ ბრედ პიტი როლზე არ უნდა იყოს აშკარად და ამით ფილმი მხოლოდ მოიგებდა.
რაც შეეხება ორლანდო ბლუმს, ბლუმი უნდა იყოს თუ ბლუ არ ვიცი მარა არ აქვს ამ კაცს მსახიობი ნიჭი და მომაჭერით თუ გინდათ თავი

საკმაოდ უსახურია როგორც ამ ფილმში ისე მთელ რიგ სხვა ფილმებში (კარიბის ზღვის მეკობრეები, ზეციური სამეფო და ა.შ.) მოკლედ ელფის როლის შემდეგ (ბეჭდების მბრძანებელი, წესიერი აფაერი გაუკეთებია)
არ ბრწყინავს სამწუხაროდ დიანა (ჰერ) კრიუგერიც, მთლად ვერ გაართვა თავი "რაკავაი ჟენშინას" როლს თავი, თუმცა მისი თამაში მინიმუმ "ნორმალურზე" შეიძლება შეფასდეს და მთლიან სურათს ვერ აფუჭებს.
ნუ რაც შეეხება გაპარულ შეცდომებს და სხვადასხვა ფერის ცხენებს და ცაში თვითმფრინავებს, ისტორიულ კინოებში ასეთ შეცდომები ბლომად გვხვდება პრაქტიკულად ყველა კინოში, მარტო აღიარებული და უდავოთ ერთ-ერთი კარგი ფილმი "გლადიატორი" და იქ არსებული შეცდომები რად ღირს, ასე რომ .....
ამ კინოს მთავარი ღირსება ერიკ ბანაა, უბრალოდ იდიალურად შესრულებული როლით და მშვენივრად გადმოცემული ჰექტორის პერსონის განცდებით, მოკლედ ეს ერთი პერსონა ამ ფილმს უდიდეს პლიუსს უწერს, უბრალოდ არ განვიხილავ, მართლა იდიალურად აქვს ნათამაშები.
მშვენივრად ასრულებს თავის როლს კიდევ ერთი პერსონაჟი. კონკრეტულად აგამემნონი, (ბრაიან კოქსი), თუმცა მისი და აქილევსის ურთიერთობები და რამოდენიმე სცენა ცოტა ღიმილის მომგვრელია. მაგრამ მთლიანობაში როლი კარგად არის ნათამაშები

საკმაოდ კარგად თამაშობს ასევე პიტერ ო ტული (მეფე პრიამი), ნუ მისი სცენა აქილევსის კარავში საკმაოდ კარგ დროს და კარგ ადგილზეა ჩართული, მთლად ინდრუი კინოსავით ვერ აგაქვითინებს

მაგრამ საკმაოდ არის დატვირთული ემოციურად.
არის რამოდენიმე პერსონაჟI რომლებიც ასევე კარგად თამაშობენ თუმცა ისინი მეორე და მესამე ხარისხოვან როლს ასრულებენ და არ გვინდა მათზე, მაგ. ოდისევსი
მთლიანობაში
კინოს ვერ აფუჭებს ბრედ პიტის "უღიმღამო" და ორლანდო ბლუმის "უნიჭო" თამაში, კომპენსირება ერიკ ბანათი და სხვა მსახიობებით ხდება, რომლებიც მშვენივრად ასრულებენ როლს (ამ ბოლო დროს ამ კინოს ყურების დროს სულ უფრო მეტად მინდა რომ ამ კინოში სადმე იყოს ჩაკვეტებული ჯერემი აირონსი (მშვენივრად გააღტვა ისტორიულ როლს თავი "ზეციურ სამეფოში")) პლიუს ყველაფერ ზემოთ თქმულს კინო საკმაოდ დაძაბულია და ერთი ამოსუნთქვით საყურებელი, კარგი ბატალური სცენებით და ფილოსოფიური-ტრაგიზმით, მთელი კინოს განმავლობაში არ გიჩნდება ცუდი დამოკიდებულების შეგრძნება არც ერთი მხარისადმი და ორივე მხარეს თითქმის თანაბრად "ბალეშიკობ", თუმცა პირადად ჩემთვის ერიკ ბანას პერსონაჟი უფრო ახლობელი გახდა მისი კარგი თამაშის წყალობით.
ასევე, შეიძლება ისტორიული ფაქტები დაცული არაა მარა დეკორაციების გრანდიოზულობიდან გამომდინარე კინოს "გაფორმება" საკმაოდ მაღალ დონეზეა შესრულებული, მე ასეთი კარგი და მაშტაბური გაფორმება როგორიც ტროას აქვს მოხლოდ "ალექსანდრეში" მაქვს ნანახი (ბაბილონი)
ასევე საკმაოზე მაღლა დგას კინოს მუსიკალური გაფორმება, მშვენივრად არის მორგებული ასევე დიალოგები როგორც პერსონაჟებს ისევე სცენებს.
პ.ს. და ბოლოს იმ უსახური და კომერციული კრეტინიზმობების გვერდზე რასაც ბოლო დროს ჰოლივუდში იღებენ ამ კინოს 10 ბალიანი შეფასებიდან 8-8,5 ბალი ალბათ ეკუთვნის, მით უმეტეს რომ ერთი რამ ფაქტია ამ კინომ გამოაღვიძა ჰოლივუდში ისტორიული მივიწყებული ჟანრის კინოები. (ტროას შემდეგ გამოვიდა "ალექსანდრე", "ზეციური სამეფო" "სამასი სპარტელი" და ა.შ.) მანამდე პრაქტიკულად გვქონდა მხოლოდ გლადიატორი და ასტერიქსის და ობელიქსის ისტორიულ=კარიკატურული კინოები, მაშინ როცა გლადიატორი ისტორიულ კინოების რიცხვს მხოლოდ პირობითათ მიეკუთვნება,
სულ ესაა რაც ეხლა ონ-ლაინ რეჟიმში გამახსენდა
Человек разумен. А толпа — это тупой, склонный к панике опасный зверь @Man in Black