the_lizard_kingPasolini prossimo nostro (2006)
რეჟისორი: ჯუსეპე ბერტოლუჩი
ენა:იტალიური
სუბტიტრები:ინგლისური (მიბმული აქვს)
"სალოს" გადაღება, პაზოლინის ხან კამერის უკან ვხედავთ, მითითებებს აძლევს მსახიობებს, ხანაც (და უფრო ხშირად) იძლევა ინტერვიუს , ჰყვება ამ ფილმზე, ძალაუფლებისა და სადიზმის ურთიერთობაზე, სიტყვა "ღმერთის" სიტყვით "ძალაუფლება" ჩანაცვლებაზე, ახალგაზრდებზე, მომხმარებლობაზე, სხეულზე, რომლებიც ობიექტებად იქცევიან თანამედროვე სამყაროში, საზოგადოებაზე, რომელიც აქცევს ადამიანს- ინდივიდს კონფორმისტად. ყველაფრის რაციონალიზაციაზე და ა.შ. და ა.შ. და ა.შ. და ა.შ.

მოკლედ, წინასწარმეტყველებაა ფაქტიურად, პაზოლინი დღევანდელ სამყაროს ხატავს - "სალოს" კადრების მიღმა.
ადრე დავწერე კიდეც, რომელიღაც მსახიობი (ამ ფილმიდან) ამბობდა,რომ იყო სცენა გადაღებული, სადაც მხოლოდ ორი ბიჭი კი არა, მთელი გადამღები ჯგუფი ცეკვავდა, და ამ კადრებით უნდა დასრულებულიყო ფილმი, მაგრამ ასე არ მოხდა.
ამ ფილმის ბოლოს არის კადრები ამ ცეკვის.
ეს ინტერვიუ , ცოტა სახეცვლილი. წაკითხული მქონდა, მაგრამ ამ ფორმით ძალიან საინტერესოა.
მოკლედ ვისაც ზოგადად პაზოლინი და კონკრეტულად ამ ფილმის ამბები აინტერესებს, უყურეთ.
"როგორ გაიგებს ამ ფილმის გზავნის დღევანდელი ახალგაზრდობა?"
"არ ვფიქრობ რომ ისინი გაიგებენ. არ მაქვს ამის ილუზია, რადგან შეუძლებელია მათთან კულტურული ურთიერთობის დამყარება, ისინი ცხოვრობენ ახალი ფასეულობებით, რომელთაც არაფერი საერთო არ აქვთ ჩემს ფასეულობებთან.
"თითქოს შეთანხმებულები არიან. ისინი ლაპარაკობენ, იცინიან, იქცევიან ერთნაირად. იყენებენ ერთნაირ ჟესტებს, უყვართ ერთი და იგივე რაღაცები,ატარებენ ერთნაირ მოტოციკლეტებს, მოკლედ რომ ვთქვა, მე უნიფორმებს ვხედავ. როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ვხედავდი ახალგაზრდულ ფაშისტურ ორგანიზაციებს, მაგრამ არასდროს მინახავს ხალხი ისეთი მორჩილი, როგორც დღეს არის."



Your Download-Link:p_p_n_subs.avi
http://allshares.ge/download.php?id=B219068F24 This post has been edited by Reckoner on 31 May 2010, 17:51