გთავაზობთ ძალიან ნიჭიერი კინო-დოკუმენტალისტის, ნინო კირთაძის დოკუმენტურ ფილმს,, დურაკოვო", რუსეთის ერთ სოფელში გადაღებულს, რომელსაც მართლა დურაკოვო ჰქვია. ამ სოფელის თავკაცს, ყოვლად უზნეო ადამიანს, ყოფილ უშიშროების თანამშრომელს, ღვთის სახელი სოფლის მახოვრებლები მონებად უქცევია და საკუთარი თავი ნახევრად ღმერთად წარმოუდგენია.
საკვირველია როგორ, რა ხრიკებით, რა თვალთმაქცობით და პროფესიონალიზმით შეძლო ნინო კირთაძემ გადაეღო ასე გახსნილად ყველაფერი, რაც მაქსიმალურად უნდა დაემალა ამ ,,ნახევრად ღმერთკაცს" . მაგრამ მახსოვს რა საინტერესოდ მოყვა გადაღების პროცესი და წანააღმდეგობები თავად ნინომ გადაცემაში, შარშან. ამ ფილმის გადაღების შემდეგ, თურმე მას დღესაც სიკვდილით ემუქრებიან . ალბათ, ფილმი დამონტაჟების შემდეგ არ უნახავს მთავარ გმირს და რომ ნახა, მიხვდა, რომ გააბრიყვეს.

ნინო საფრანგეთში მოღვაწერობს, როგორც ალბათ იცით და ეს დოკუმენტური ფილმიც საფრანგეთის სახელით გაიტანა სანდენსის კინოფესტივალზე, სადაც მთავარი პრიზი აიღო.
მას შემდეგ რაც შარშან ვნახე, დიდხანს ვეძებდი ამ ფილმს ნეტში, რომ კიდევ ერთხელ მენახა და 2 დღის წინ მომეცა საშუალება გადამეწერა. ახლა კი თქვენც ნახეთ, ვისაც არ გინახავთ, გარწმუნებთ, დიდი სიამოვნება გელით!


გადაიწერთ აქედან:
http://www.alldrives.ge Username- documentary
Password -documentary ფაილი სიაში მეორეა.
This post has been edited by kukuruku on 14 Sep 2009, 20:45