ვაგრძელებ მონოლოგს
PUB-ში, ქუდების განყოფილებაში მომუშავე გრეტა გუსტავსონი, ჯერ სარეკლამო ფოტოებისთვის პოზიორობდა, შემდეგ კი, 1920 წელს მაღაზიის სარეკლამო ფილმში გადაიღეს. რგოლში მას ერთი-ორი ზომით დიდი მამაკაცის საჯირითო კოსტიუმი ჩააცვეს და 15 წლის გრეტაც საკმაოდ მხიარულად აკეთებდა ყველაფერს, რასაც ეუბნებოდნენ.

1922 წლის ივლისის ერთ საღამოს რეჟისორი ერიკ პეტშლერი ქალაქში სეირნობდა და სტოკჰოლმის ერთ-ერთ ქუჩაზე ფეხსაცმელების მაღაზიასთან შეჩერდა. იმაზე ფიქრობდა, მისი მომავალი ფილმის გმირები რას ჩაიცვამდნენ და საერთოდ საფიქრალი ბევრი ჰქონდა იმიტომ, რომ მსახიობებიც კი არ ჰყავდა ჯერ შერჩეული.. მის გვერდით გაჩერდა ახალგაზრდა, ლამაზი გოგონა, რომელსაც რეჟისორი ისე დააშტერდა, რომ გოგონამ უკმაყოფილოდ ახედა და იქაურობას გაეცალა. არადა პეტშლერი მხოლოდ იმას ფიქრობდა ეს გოგო ჩემი ფილმისთვის იდეალური იქნებოდაო.
რამდენიმე დღეში პეტშლერი ორ მსახიობთან ერთად PUB-ში მივიდა, და ქუდების განყოფილებაში დაინახა გრეტა, გოგონა რომელსაც მაღაზიის ვიტრინასთან შეხვდა.
გარბომ შეიტყო, რომ პეტშლერი ფილმს იღებდა და მესამე ქალ მსახიობს ეძებდა და მოიმოქმედა ის, რასაც მერე თავის ყველაზე გაბედულ ნაბიჯს დაარქმევს - მან მეორე დღეს უბრალოდ დაურეკა რეჟისორს და ჰკითხა ჩემთვის რამე როლი ხომ არ გექნებათო.
ასე ამოჰყო გრეტა გარბომ თავი ერიკ პეტშლერის Luffar-Petter-ში