მოკლედ, დღეს წავედით და ვნახეთ "მუქი რაინდი"
თავიდანვე ვიტყვი, რომ არ მიყვარს კომიქსები და არც ნოლანზე ვგიჟდებოდი და არც ლეჯერზე. სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ ფილმი არ მომეწონებოდა, რეიტინგი გაბერილი იყო და ფილმი მხოლოდ იმიტომ იყო პოპულარული, რომ ლეჯერი დაიღუპა.
თურმე ვცდებოდი. ძალიან ვისიამოვნე და პირველი ორი საათი ისე გაფრინდა, რომ არაფერი გამიგია (ბოლოში ცოტა რაღაცეები არ მომეწონა). ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ ლეჯერი არაჩვეულებრივად თამაშობს. რომ დაიღუპა, ძალიან შემეცოდა, როგორც ახალგაზრდა ბიჭი. მაგრამ ახლა უკვე ჩვენი თავიც მეცოდება, რომ ასეთი მსახიობი დავკარგეთ. სიუჟეტი ბეთმენურია რა, ცხადია ლოგიკური ჩავარდნები აქვს, მაგრამ დეტექტივი არაა და შესაბამისად ნაკლები პრეტენზია აქვს ლოგიკურობაზე. ამიტომ მეც დიდი სიამოვნებით დავხუჭე თვალები.
სახლში რომ დავბრუნდი შევედი IMDB-ზე, წავშალე ჩემი 1/10 რეიტინგი

და დავუწერე 8/10. პირველი ქულა ინდური ფილმისებურ მალთიფლ კულმინაციურ მომენტსა და რამდენიმე იმ სცენაში დავაკელი, რაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ მომეწონა (დეტალებს ვერ დავწერ). მეორე ქულა კი იმაში დავაკელი, რომ უმახინჯესი მეგი გილენჰაალი თამაშობს ლამაზი რეიჩელის როლს, თუმცა მე მგონი ვიცი, რატომაც აირჩიეს

(მაგრამ ისევ იმიტომ არ ვიტყვი არაფერს, რომ არ ვისპოილერო. )
მოკლედ, ვფიქრობ, რომ უმეტესობას მოგეწონებათ. ფანტასტიურმა მსახიობებმა, კარგად ჩახვეულმა სიუჟეტმა, არაჩვეულებრივმა ეფექტებმა და კიდევ ბევრმა, ბევრმა სხვა რამემ შექმნეს ის განუმეორებელი movie experience, რამაც ფილმს დამსახურებულად მოუტანა ასეთი წარმატება. Enjoy