კინოკრიტიკა არ არის მხოლოდ მაყურებლის ინფორმირება!
გაიზიარე პროფესიონალების გამოცდილება და დაეუფლე კინოანალიზის ხელოვნებას, ნუ შემოდებ შენს პროფესიას თაროზე - ჩაერთე აქტიურად კინოს განვითარების პროცესში.
ახალგაზრდა შემოქმედთა ასოციაცია „Creative CLUB” გთავაზობთ ორდღიან თავგადასავალს კინოსამყაროში. მიიღე მონაწილეობა პროექტში „პროფესია - კინომცოდნე“ და გამოავლინე შენი შესაძლებლობები.
I დღე:
პროექტისთვის შერჩეული 30 საუკეთესო აპლიკანტი გაივლის ერთღიან ტრენინგს, რომელსაც ცნობილი ქართველი კინომცოდნე გოგი გვახარია გამართავს.
II დღე
მონაწილეები კონკურსში გადაინაცვლებენ და ერთმანეთს კინორეცენზირებაში შეეჯიბრებიან. გამოვლინდება სამი საუკეთესო რეცენზიის ავტორი, რომლებიც ფულადი პრემიით დაჯილდოვდებიან:
I ადგილი - 500 ლარი
II ადგილი - 400 ლარი
III ადგილი - 300 ლარი
გამარჯვებული რეცენზიები ბეჭდური მედიითა და სოციალური ქსელით გავრცელდება.
პროექტში მონაწილეობის პირობები:
ჩამოტვირთეთ აპლიკაცია ბმულიდან:
http://allshares.ge/download.php?id=5B9BFCF050 და შეავსეთ სრულად;
დაწერეთ ესსე თემაზე - „კინოსეანსი“ (არაუმეტეს 3 თაბახის გვერდი);
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა აღნიშნული ინფორმაცია, 15 ოქტომბრის ჩათვლით, მოგვაწოდეთ ელექტრონულ მისამართზე creativeclub.geo@gmail.com
https://www.facebook.com/Creativeclub.geo
მიმაგრებული სურათი