ესეიგი გადავხედე თემაბს და ჩემდაგასაკვირად არ აღმოჩნდა თემა სადაც დაიდება იმ ფილმებზე ინფორმაცია რომლებიც მალე გამოვა...
სასურველია, რომ თემა აიპინოს...აქ დავდოთ მხოლოდ იმ ფილმებზე ინფორმაცია, რომლებიც არ გამოსულა არცერთი ქვეყნის ტელეეკრანზე
მაშ, ასე COMING SOON.... მალე...
ალისა საოცრებათა ქვეყანაში / Alice in Wonderland(2010)
ჟანრი: ფანტასტიკა, სათავგადასავლო, საოჯახო
გამოშვება: 05 მარტი 2010
რეჟისორი: ტიმ ბარტონი
სტუდია: უოლტ დისნეი ფიქჩერზი, თიმ თოდი ...
როლებში: ჯონი დეპი, კრისპინ გლოვერი, ჰელენა ბონემ ქარტერი, ენ ჰეტევეი, სტეფენ ფრაი, ალან რიქმანი, მაიქლ შინი, ტიმოტი სპოლლ, მია ვასიკოვსკა
ფილმის მიმოხილვა19 წლის ალისა კინგსლის ცხოვრება მოულოდნელად შეიცვლება. ერთერთ წვეულებაზე , რომელიც მის საპატივცემულოდ იყო გამართული, ალისას ხელს სთხოვს ხემიში, მდიდარი, მაგრამ სულელი ლორდის და ლედი ესკოტის შვილი. გოგონა პასუხს არ მისცემს და გაიქცევა... ის კურდღელს გაყვება, რომელიც მან მდელოზე შეამჩნია. ჩვეულებრვ კურდღელს, ოღონდ ტანსაცმელში ჩაცმულს და საათთ, რომელსაც სულ უყურებს... ალისა ნახავს როგორ გაქრება მისი დევნის ობიექტი კურდღლის სოროში. შემდეგ, მოულოდნელად, ალისა იქ თვითონაც ჩავარდება და ზღაპრულ გვირაბში აღოჩნდება...
ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქარი –ნაწილი 1 / Harry Potter and the Deathly Hallows- Part I
ჟანრი: ფანტასტიკა, დეტექტივი, სათავგადასავლო პოსტერები
გამოშვება: 17 ნოემბერი 2010
რეჟისორი: დევიდ იეტსი
სტუდია: უორნერ ბრაზერს ფიქჩერზ კომპანი, ჰეიდეი ფილმსი
როლებში: ჯონ ჰარტი, თომ ფელტონი, ჰელენა ბონემ ქარტერი, ემა უოთსონი, დენიელ რედკლიფი, რუპერტ გრინტი, ალან რიქმანი
ფილმის მიმოხილვაჰარი პოტერს ელის ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამოცდა – სასიკვდილო ბრძოლა ვოლან–დე–მორტთან. ჰარი მარტოხელაა როგორც არასდროს... ის დახმარებას არსაიდან ელის... მეგობრები და მტრები ჰარის წინ სრულიად მოულოდნელ შუქში წარმოუდგება. საზღვარი სიკეთის და ბოროტების შორის უფრო და უფრო გამჭირვალე ხდება...
შეშლილები The Crazies(2010)
ჟანრი: ფანტასტიკა, დრამა, ტრილერი, მძაფრ-სიუჟეტიანი, საშინელება პოსტერები
გამოშვება: 26 თებერვალი 2010
რეჟისორი: ბრექ ეისნერი
სტუდია: ოვერტიურ ფილმსი, პენ სთეიშენი
როლებში: ტიმოტი ოლიფენტი, ჯო ანდერსონი, რადა მითჩელი, პრესტონ ბეილი, ჯასთინ ველბორნი, დანიელ პანაბეიქერი
ფილმის მიმოხილვაპატარა ქალაქის მიდამოებში თვითმფრინავი ჩამოვარდება, რომლის ბორტზე ძალიან სახიფათო ვირუსია. ვირუსი ქალაქის წყლის სისტემაში მოხვდება. ქალაქის მაცხოვრებლები ერთი მეორეს მიყოლებით 'დაავადდებიან" და ერთმანეთზე თავდასხმას დაიწყებენ. სამხედროები ოპერატიულად ქალაქში კრანტინს გამოაცხადებენ და დაავადებულების სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ...
This post has been edited by miss_ylonen on 12 Jan 2010, 20:20