ამ კინოს მთავარი პლუსი არ არის სიუჟეტი, ანუ რაღაც განსაკუთრებული აზრი ფილმში არ დევს. ფულით რომ ბედნიერებას ვერ იყიდი და ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ იმპერატორი იყო ლამის და ამ დროს ცხოვრებაში ყველაზე ბენდიერი ბავშვობაში იყო, ეგ რაღაც განსაკუთრებული აზრის მატარებელი სცენარი არ არის. ეს ფილმი არის აღიარებული იმიტომ, რომ კინოში მოახდინა რევოლუცია და ამ კინოს შემდეგ უკვე სხვა კინომატოგრაფია მივიღეთ.
ერთ-ერთი პლუსი ის არის, რომ თუ არ ვცდები ეს იყო პიველი კინო, სადაც ნამდვილი იმ დროინდელი საინფორმაციო გამოშვება ჩართეს, რომელსაც კინოში უშვებდენ. ფაქტობრივად მხატვრული და დოკუმენტალური კინოს შეხვედრაა. ასევე პერსონაჟების განცდები, შინაგანი სამყარო და ა.შ გადმოცემულია სხვადასხვა საგნების მეშვეობით, რაც ასევე ნოვატორული იყო. ამას დავუმატოთ ამბის თხრობა, ანუ მაყურებელი ისტორიას ეცნობა სხვადასხვა პერსონაჟების თხრობის შედეგად და კაცმა არ იცის, ვისი მოყოლილი ამბავია სინამდვილე.
კიდევ ის აქვს პლუსი, რომ რეჟისორები ამ ფილმის შემდეგ გახდენ მთავარი ხალხი, რომლებიც უკვე სტუდიების სათამაშო თოჯინები აღარ იყვნენ.
ამიტომ აღმერთებდენ ვესლის ახალი ფრანგული ტალღის რეჟისორები, იტალიური კინოს და ა.შ
სხვა პლუსებიც აქვს,მაგრამ მაგდენი არ ვიცი, კინომცოდნეობაზე, სამწუხაროდ სწავლა მივატოვე, რასაც ძალიან ვნანობ