Marco Materazziთქვენ მე შემიწირავთ

როცა მოვკვდები ჩემს საფლავს ალბათ
ვერც კი შენიშნავს უცხო მნახველი,
ძლივს დაინახავს პატარა დაფას,
ზედ წაწერილი ჩემი სახელით.
მაგრამ ეს დარდი ცივ ქვად რომ იქცეს,
დარდი რომელიც გულს მიჩხვლეტს ეკლით,
ცად ატყორცნილი გაჰკვეთდა სივრცეს,
პირამიდებზე მაღალი ძეგლი.
მიყვარს შანდორ პეტეფი, მაგრამ არ გვინდა ეს რევოლუციობანა

"ვარდი ხარ?!" მირჩევნია
ვარდი ხარ?! ვარდის რტოდ ვიქცე მინდა,
ნამი ხარ?! ვარდად ვიქცევი უცებ,
რომ ეფრქვეოდეს ცის ნამი წმინდა,
ტრფობით ალეწილ ჩემს წითელ ფურცლებს.
ცა ხარ?! ვარსკვლავად ვიქცევი კენტად.
ჯოჯოხეთი ხარ ჩემო ლამაზო?!
ჩავიდენ ცოდვას, ჩამოვალ შენთან,
რომ სული ჩემი შემოგთავაზო.
This post has been edited by მონიკა on 27 Jun 2010, 12:42